საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად “ქართული ოცნების” დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე აირჩიეს. არჩევნებში მონაწილეობა 39-მა დელეგატმა მიიღო და ყველამ მხარი დაუჭირა. ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო. მანამდე კი ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და ვიქტორ სანიკიძემ 8 დეკემბერს ფედერაციაში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც გურასპაულმა კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადება გააკეთა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლით აირჩიეს. იპნ
კატეგორია: სპორტი
საქართველოს სახელით მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ ზაგრების ტურნირი მოიგო
10 დეკემბერს, ხორვატიაში, ჩელენჯერის სერიის Golden spin of Zagreb 2021-ის საერთაშორისო ტურნირზე გათამაშდა მედლების პირველი კომპლექტი ქალთა კატეგორიაში, რომელშიც მონაწილეობას 15 ქვეყნის 23 წარმომადგენელი ღებულობდა. ტურნირზე საკმაოდ კარგად იასპარეზა საქართველოს სახელით მოასპარეზე 19 წლის მოციგურავემ, ანასტასია გუბანოვამ, რომელმაც ორი პროგრამის ჯამში 184,29 ქულით შეძლო ტურნირის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი გამხდარიყო. ანასტასია გუბანოვასათვის ხორვატიის ტურნირი ოქტომბერში ფინეთში გამართული […]
პელე კლინიკაში გადაიყვანეს
ფეხბურთის დღესასწაული ბათუმში – საჩემპიონო სვლა, ფანების პერფორმანსი
საქართველოს 2021 წლის ჩემპიონებმა ზეიმი ბათუმის ქუჩებში გააგრძელეს კლუბის ავტობუსმა რუსთაველის გამზირი ფანების ოვაციების თანხლებით გაიარა. ზეიმი ბათუმში – დინამო ბათუმმა საჩემპიონო ფარი ჩაიბარა საქართველოს 2021 წლის ჩემპიონმა დინამო ბათუმმა მიღწეული წარმატება ზღვისპირა ქალაქის მთავარ გამზარზე, თავის გულშემატკივრებთან ერთად იზეიმა! ისტორიაში პირველი საჩემპიონო ფარის მოპოვების შემდეგ, 4 დეკემბერს, გია გეგუჩაძის გუნდმა ბათუმში, […]
“უცბად დაეცა მოედანზე” – ფეხბურთის მწვრთნელი გამარჯვების გოლის აღნიშვნისას გარდაიცვალა
ეგვიპტური მედიის ცნობით, ადგილობრივ ჩემპიონატში მწვრთნელი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მისმა გუნდმა ბოლო წამებზე გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. “ალ მაიდის” თავკაცი, ადამ ალ სელდარი 91-ე წუთზე გატანილი გოლის შემდეგ გულის შეტევით 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. როდესაც მისი გუნდი აღნიშნავდა, ამ დროს მწვრთნელი უეცრად მოედანზე დაეცა, საავადმყოფოში მიყვანამდე კი გარდაიცვალა. სპორტალი
სუარესი – “მესიმ მითხრა, რომ ყინვაში თამაში ძალიან აწუხებს”
მადრიდის “ატლეტიკოს” შემტევმა, ლუის სუარესმა, პრობლემაზე ისაუბრა, რომლებიც ლიონელ მესის ახალ გუნდში აქვს. “თითმის ყოველდღე ვსაუბრობთ, ერთმანეთს სხვადასხვა საკითხზე ვესაუბრებით, თუმცა მომავალზე მსჯელობას გვერდს ვუვლით, რადგან ფეხბურთელები ვართ. ვსაუბრობთ შეხვედრებსა და ოჯახზე, მესიმ მითხრა, რომ ძალიან აწუხებს თოვლსა და ყინვაში თამაში, რომ იქ სიცივეს შეჩვევას დრო სჭირდება, მართლაც ასეა” – განაცხადა ლუისმა. შეგახსენებთ, პსჟსა და […]
ზეიმი ბათუმში – დინამო ბათუმმა საჩემპიონო ფარი ჩაიბარა
2021 წლის 3 დეკემბერი – ეს თარიღი დინამო ბათუმის ისტორიაში სამუდამოდ, ოქროს ასოებით ჩაეწერა, რადგან კლუბმა საქართველოს ჩემპიონის ფარი პირველად ჩაიბარა და ეს ყველაფერი საკუთარი, ერთგული გულშემატკივრის თვალწინ მოხდა. გია გეგუჩაძის გუნდმა ჩემპიონობა ჯერ კიდევ წინა ტურში გაიფორმა, ამჯერად კი ნანატრი ზეიმის დრო დადგა, რადგან აჭარული გუნდი საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა. არჩილ ბერიძე (დინამო […]
ფუტსალის ქართველი მეკარე, 24 წლის დავით ჯინჭარაძე გარდაიცვალა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და საქართველოს ფუტსალის ასოციაციამ ერთობლივი საგანგებო განცხადება გაავრცელეს, საიდანაც საფეხბურთო სამყარომ უმძიმესი ამბავი შეიტყო – საქართველოს ჩემპიონი და ეროვნული ნაკრების კანდიდატი დავით ჯინჭარაძე გარდაიცვალა. „საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფუტსალის მოთამაშის დავით ჯინჭარაძის გარდაცვალების გამო. იგი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის კლუბის წევრი იყო“, – წერია განცახდებაში. სფფს- ცნობით, მომხდარი ტრაგედიის გამო […]
მიქაუტაძემ ბელგიაში ისევ გაიტანა
ბელგიის ჩემპიონატზე კვლავ გამოიჩინა თავი გიორგი მიქაუტაძემ. მე-16 ტურში „სერენმა“ სახლში 2:0 სძლია „სენტ ტრუიდენს“, მიქაუტაძე მასპინძელთა გუნდში კვლავ სასტარტოში იყო, 57-ე წუთზე იუსეფ მაზიზის პასით გაიტანა, ანგარიში 2:0 გახდა, 87-ე წუთზე კი შეცვალეს. გიორგის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჟუპილერ ლიგაში 7, ხოლო თასზე 3 გოლია. „სერენმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 19 ქულით მე-14 ადგილზეა და […]