სუარესი – “მესიმ მითხრა, რომ ყინვაში თამაში ძალიან აწუხებს”

სუარესი - "მესიმ მითხრა, რომ ყინვაში თამაში ძალიან აწუხებს"მადრიდის “ატლეტიკოს” შემტევმა, ლუის სუარესმა, პრობლემაზე ისაუბრა, რომლებიც ლიონელ მესის ახალ გუნდში აქვს.

“თითმის ყოველდღე ვსაუბრობთ, ერთმანეთს სხვადასხვა საკითხზე ვესაუბრებით, თუმცა მომავალზე მსჯელობას გვერდს ვუვლით, რადგან ფეხბურთელები ვართ. ვსაუბრობთ შეხვედრებსა და ოჯახზე, მესიმ მითხრა, რომ ძალიან აწუხებს თოვლსა და ყინვაში თამაში, რომ იქ სიცივეს შეჩვევას დრო სჭირდება, მართლაც ასეა” – განაცხადა ლუისმა.

შეგახსენებთ, პსჟსა და “ალბისელესტეს” ფეხბურთელმა რიგით მე-7 ოქროს ბურთი რამდენიმე დრის წინ მოიგო, მეორე ადგილზე “ბაიერნის” ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი გავიდა, მესამე პოზიცია კი ჟორჟინიომ (“ჩელსი”) დაიკავა.

სპორტალი