მიქაუტაძემ ბელგიაში ისევ გაიტანა

მიქაუტაძემ ბელგიაში ისევ გაიტანაბელგიის ჩემპიონატზე კვლავ გამოიჩინა თავი გიორგი მიქაუტაძემ.

მე-16 ტურში „სერენმა“ სახლში 2:0 სძლია „სენტ ტრუიდენს“, მიქაუტაძე მასპინძელთა გუნდში კვლავ სასტარტოში იყო, 57-ე წუთზე იუსეფ მაზიზის პასით გაიტანა, ანგარიში 2:0 გახდა, 87-ე წუთზე კი შეცვალეს.

გიორგის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჟუპილერ ლიგაში 7, ხოლო თასზე 3 გოლია.

„სერენმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 19 ქულით მე-14 ადგილზეა და 4 დეკემბერს გასვლაზე „ბრიუგეს“ შეხვდება, იქამდე კი 30 ნოემბერს თასზე „ანდერლეხტს“ უმასპინძლებს.

ასე რომ, მიქაუტაძეს მაგარი თამაშები ელის.

სპორტალი