საქართველოს სახელით მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ ზაგრების ტურნირი მოიგო

საქართველოს სახელით მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ ზაგრების ტურნირი მოიგო10 დეკემბერს, ხორვატიაში, ჩელენჯერის სერიის Golden spin of Zagreb 2021-ის საერთაშორისო ტურნირზე გათამაშდა მედლების პირველი კომპლექტი ქალთა კატეგორიაში, რომელშიც მონაწილეობას 15 ქვეყნის 23 წარმომადგენელი ღებულობდა.

ტურნირზე საკმაოდ კარგად იასპარეზა საქართველოს სახელით მოასპარეზე 19 წლის მოციგურავემ, ანასტასია გუბანოვამ, რომელმაც ორი პროგრამის ჯამში 184,29 ქულით შეძლო ტურნირის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი გამხდარიყო.

ანასტასია გუბანოვასათვის ხორვატიის ტურნირი ოქტომბერში ფინეთში გამართული ტურნირის შემდეგ მეორე საერთაშორისო სტარტი იყო ამ სეზონზე.

პირველი არხი