კატეგორია: სპორტი

ტომას ტუჰელი: ”ადრეც ვიცოდი რომ ნეიმარს წასვლა უნდოდა”

ტომას ტუჰელი: ”მარცხი არ დაგვიმსახურებია”

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუჰელმა განაცხადა რომ მან იცოდა ის რომ ნეიმარს გუნდიდან წასვლა სურდა, თუმცა ტუჰელი იმედოვნებს რომ ბრაზილიელი გადაწყვეტილებას შეცვლის და პსჟ-ში დარჩება: ”მე ვიცოდი ნეიმარის სურვილის შესახებ, მაგრამ ეს ხელმძღვანელობის საქმეა და მე მსგავს საკითხებში არ ვერევი. სანამ ნეიმარი პსჟ-შია მე მასთან მუშაობას გავაგრძელებ და იმედი მაქვს, რომ ის გუნდს არ დატოვებს”. […]

ბეილის ყიდვა ტოტენჰემს სურს

ბეილმა შეიძლება რეალი დატოვოს

ლონდონის ტოტენჰემი გარეტ ბეილის დაბრუნებაზე ფიქრობს და მზად არის ფეხბურთელში 70 მილიონი ევრო გადაიხადოს. ბეილი რეალში მხოლოდ მაღალი ხელფასის გამო აპირებს დარჩენას და მან კარგად იცის რომ მომავალ სეზონში ძირითად შემადგენლობაში არ იქნება. ამის მიზეზი კი ზინედინ ზიდანთან უთანხმოებაა. ტოტენჰემში ბეილმა სახელი გაითქვა, ამიტომ შეიძლება ითქვას რომ ეს მისი მშობლიური კლუბია. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ბეილი […]

ბარსელონამ პსჟ-ს ნეიმარის სანაცვლოდ დემბელე, კოუტინიო და 40 მილიონი ევრო შესთავაზა

ნეიმარი: ”პრემიერ ლიგაში თამაში ჩემი ოცნებაა”

ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია რომ ბარსელონამ პსჟ-ს ნეიმარის სანაცვლოდ დემბელე და კოუტინიო შესთავაზა. ამას დაემატება 40 მილიონი ევრო, მაგრამ პსჟ ამ წინადადებაზე თანახმა არ არის. ფრანგული კლუბის პრეზიდენტი ნეიმარს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდის თუ რომელიმე კლუბი მის ტრანსფერში 300 მილიონ ევროს გადაიხდის.  ჯერჯერობით ბარსელონა ამ თანხის გადახდას არ აპირებს. 2017 წელს პსჟ-ს ნეიმარის ტრანსფერი 222 […]

იკერ კასილიასმა კარიერა დაასრულა

კასილიასმა შესაძლოა კარიერა არ დაასრულოს

იკერ კასილიასმა კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ესპანელმა მეკარემ ეს ინფორმაცია თავისი ტვიტერის გვერდზე ოფიციალურად დაადასტურა. აკის მიზეზი ჯანმრთელობაა, რადგან ორი თვის წინ კასილიასმა ინფაქტი მიიღო, თუმცა საბედნიეროდ იკერი მალე ჩადგა მწყობრში. აღსანიშნავია ისიც, რომ იკერი კარიერის დასრულებას არ აპირებდა, მაგრამ როგორც ჩანს მან ექიმების რჩევა გაითვალისწინა. კასილიასი პორტოში დარჩება და სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს.

ანტუან გრიზმანი: ”მესისთან ერთად თამაშს მოუთმენლად ველი”

ანტუან გრიზმანი: ”მესისთან  ერთად თამაშს მოუთმენლად ველი”

ბარსელონას ფრანგმა ახალწვეულმა ანტუან გრუზმანმა ბარსელონაში პირველი ვარჯიში ჩაატარა და ვარჯიშის შემდეგ მედიასთან კომენტარიც გააკეთა: ”ბარსელონაში თამაში ჩემთვის უდიდესი შესაძლებლობაა რომ ბევრი ტიტული მოვიგო. ვიცი რომ ძალიან ბევრი შრომა მომიწევს, მაგრამ გამოწვევებისთვის მზად ვარ. მესისთან ერთად თამაშს მოუთმენლად ველი და ვიცი რომ მოედანზე ერთმანეთს კარგად გავუგებთ”. გრიზმანის ტრანსფერი ბარსელონას 120 მილიონი დაუჯდა. გრიზმანმა ასევე აღნიშნა […]

საქართველო კალათბურთში ევროპის 2021 წლის პირველობის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

საქართველო კალათბურთში ევროპის 2021 წლის პირველობის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

საქართველო იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც 2021 წელს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გაიმართება. პრეზიდენტისპრესსამსახურის ინფომრაციით, მასპინძელი ქვეყანის გამოსავლენ კონკურსზე საქართველო დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაწარადგინა. მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყეტილება დღეს მიუნხენში FIBA EUROPE -ის ბორდმა მიიღო. „საქართველოს პრეზიდენტი ბორდის წინაშე მოხსენებით გამოვიდა და საქართველოს შესახებ ვიდეორგოლი წარადგინა. მოხსენებაში სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყნის მზაობას FIBA […]

ანტუან გრიზმანი ოფიციალურად ბარსელონას ფეხბურთელია

ბაიერნი ანტუან გრიზმანის შეძენას შეეცდება

ბარსელონამ ოფიციალურად დაადასტურა რომ ანტუან გრიზმანი კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს. კატალონიელები ამ ტრანსფერში 120 მილიონს გადაიხდიან და და გრიზმანის პრეზენტაცია რამდენიმე დღეში შედგება. თღვითონ ფეხბურთელს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. იმის შესახებ რომ გრიზმანი ბარსელონაში აპირებდა გადასვლას უკვე მაისში გახდა ცნობილი, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ეს ტრანსფერი გაჭიანურდა. გრიზმანის გარდა ბარსელონამ ფრენკი დე იონგიც დაიმატა და შეიძლება […]

იურგენ კლოპი: ”ლივერპული ბევრ ტრანსფერს არ აპირებს”

იურგენ კლოპი: ”ბაიერნთან პირველი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია”

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა სატრანსფერო ფანჯარაზე ისაუბრა და თქვა რომ ლივერპული ბევრი ტრანსფერის გაკეთებას არ აპირებს. კლოპის აზრით ლივერპულს საკმარისად ბევრი ფეხბურთელი ჰყავს და გაძლიერება არ სჭირდება: ”ვფიქრობ ტრანსფერებს არ გავაკეთებთ და შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი დავიმატოთ. ლივერპული კარგად არის დაკომპლექტებული და ჩვენ საკმარისად ბევრი მოთამაშე გვყავს”.

ნეიმარი პარიზში ორშაბათს ჩავა

ნეიმარი: ”პრემიერ ლიგაში თამაში ჩემი ოცნებაა”

პსჟ-ს ფორვარდი ნეიმარი პარიზში ორშაბათს, 15 ივლისს ჩავა და გუნდის ხელმძღვანელობას შეხვდება.  ნეიმარი სავარაუდოდ წასვლაზე ისაუბრებს, რადგან ის უკვე აღარ მალავს რომ პსჟ-ში თამაში აღარ სურს. პარიზული გუნდის ხელმძღვანელობამ განაცხადა რომ მათ არ მოწონთ ნეიმარის ქცევა და ის ფაქტი რომ ის გვიან შეუერთდება გუნდს, ამიტომ მისი გაყიდვა გამორიცხული არ არის. პსჟ-ს დირექტორმა ლეონარდომ განაცხადა რომ […]

მარკუს რეშფორდი: ”მანჩესტერ იუნაიტედს დიდი პოტენციალი აქვს”

ბარსელონა მარკუს რეშფორდით დაინტერესდა

მანჩესტერ იუნაიტედის ახალგაზრდა ფორვარდმა მარკუს რეშფორდმა თავისი გუნდის მომავალზე ისაუბრა და თქვა, რომ მანჩესტერს დიდი პოტენციალი აქვს და მომავალ სეზონში ამას ყველა დაინახავს: ”გასული სეზონი ცუდად დავიწყეთ და წარუმატებლობის შეგრძნება მთელი სეზონის მანძილზე გვქონდა. წელს ყველაფერი სხვაგვარად იქნება, რადგან გუნდს დიდი პოტენციალი აქვს. გვინდა რომ პრემიერ ლიგის მოგებისთვის ვიბრძოლოთ”. რეშფორდმა რამდენიმე კვირის წინ მანჩესტერ იუნაიტედთან […]