მანჩესტერ იუნაიტედის ახალგაზრდა ფორვარდმა მარკუს რეშფორდმა თავისი გუნდის მომავალზე ისაუბრა და თქვა, რომ მანჩესტერს დიდი პოტენციალი აქვს და მომავალ სეზონში ამას ყველა დაინახავს:
”გასული სეზონი ცუდად დავიწყეთ და წარუმატებლობის შეგრძნება მთელი სეზონის მანძილზე გვქონდა. წელს ყველაფერი სხვაგვარად იქნება, რადგან გუნდს დიდი პოტენციალი აქვს. გვინდა რომ პრემიერ ლიგის მოგებისთვის ვიბრძოლოთ”. რეშფორდმა რამდენიმე კვირის წინ მანჩესტერ იუნაიტედთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.