ტომას ტუჰელი: ”ადრეც ვიცოდი რომ ნეიმარს წასვლა უნდოდა”

ტომას ტუჰელი: ”ადრეც ვიცოდი რომ ნეიმარს წასვლა უნდოდა”პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუჰელმა განაცხადა რომ მან იცოდა ის რომ ნეიმარს გუნდიდან წასვლა სურდა, თუმცა ტუჰელი იმედოვნებს რომ ბრაზილიელი გადაწყვეტილებას შეცვლის და პსჟ-ში დარჩება:

”მე ვიცოდი ნეიმარის სურვილის შესახებ, მაგრამ ეს ხელმძღვანელობის საქმეა და მე მსგავს საკითხებში არ ვერევი. სანამ ნეიმარი პსჟ-შია მე მასთან მუშაობას გავაგრძელებ და იმედი მაქვს, რომ ის გუნდს არ დატოვებს”. ნეიმარმა პსჟ-ს ხელმძღვანელობას განუცხადა რომ წასვლა სურს, თუმცა პარიზელები 300 მილიონზე ნაკლებად მის გაყიდვას არ აპირებენ.