ნეიმარი პარიზში ორშაბათს ჩავა

ნეიმარი პარიზში ორშაბათს ჩავაპსჟ-ს ფორვარდი ნეიმარი პარიზში ორშაბათს, 15 ივლისს ჩავა და გუნდის ხელმძღვანელობას შეხვდება.  ნეიმარი სავარაუდოდ წასვლაზე ისაუბრებს, რადგან ის უკვე აღარ მალავს რომ პსჟ-ში თამაში აღარ სურს. პარიზული გუნდის ხელმძღვანელობამ განაცხადა რომ მათ არ მოწონთ ნეიმარის ქცევა და ის ფაქტი რომ ის გვიან შეუერთდება გუნდს, ამიტომ მისი გაყიდვა გამორიცხული არ არის.

პსჟ-ს დირექტორმა ლეონარდომ განაცხადა რომ თუ პსჟ სარფიან წინადადებას მიიღებს, ისინი აუცილებლად დაფიქრდებიან. ნეიმარის სატრანსფერო ფასი 300 მილიონი ევროა.