ბარსელონამ პსჟ-ს ნეიმარის სანაცვლოდ დემბელე, კოუტინიო და 40 მილიონი ევრო შესთავაზა

ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია რომ ბარსელონამ პსჟ-ს ნეიმარის სანაცვლოდ დემბელე და კოუტინიო შესთავაზა. ამას დაემატება 40 მილიონი ევრო, მაგრამ პსჟ ამ წინადადებაზე თანახმა არ არის.

ფრანგული კლუბის პრეზიდენტი ნეიმარს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდის თუ რომელიმე კლუბი მის ტრანსფერში 300 მილიონ ევროს გადაიხდის.  ჯერჯერობით ბარსელონა ამ თანხის გადახდას არ აპირებს. 2017 წელს პსჟ-ს ნეიმარის ტრანსფერი 222 მილიონი დაუჯდა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი