იუვენტუსის პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდუ სავარაუდოდ შეძლებს აიაქსის წინააღმდეგ თამაშს ამსტერდამში. რონალდუმ მარტის ბოლოს ტრავმა მიიღო პორტუგალიის ნაკრებში და იმის შემდეგ მოედანზე არ გამოსულა. იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა რომ რონალდუ მზად არის სათამაშოდ და აიაქსთან თავის გუნდს დაეხმარება: ”კრიშტიანო მზად არის სათამაშოდ, უბრალოდ მე ის დავასვენე მილანის წინააღმდეგ, რომ ტრავმა არ გართულებოდა. აიაქსთან […]
კატეგორია: სპორტი
ბათუმში საფეხბურთო სტადიონის ტრიბუნების გადახურვა დასრულდა
ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონის ტრიბუნების გადახურვა დასრულებულია. როგორც შპს „სტადიონში“ გვითხრეს, მცირე დეტალებია დარჩენილი და გადახურვის სამუშაოები დაახლოებით ორ-სამ კვირაში მთლიანად დასრულდება. მოედნის ტრიბუნების გადახურვისთვის გერმანული წარმოების კომპოზიტური მემბრანაა გამოყენებული. მემბრანა, ოღონდ სხვა ტიპის, იქნება ასევე გამოყენებული სტადიონის გვერდითა ფასადებზე. ამჟამად ფასადზე ლითონის კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს. სტადიონის სახურავის, ასევე, ფასადის ფერი დარჩება თეთრი. „მემბრანის ქვეშ […]
მოურინიო შესაძლოა იტალიაში ვიხილოთ
ჟოზე მოურინიო ჯერჯერობით კვლავინდებურად გუნდის გარეშეა, თუმცა ხშირად აკეთებს კომენტარებს და ამბობს რომ სამწვრთნელო კარიერა არ დაუსრულებია. ჟოზე სხვადასხვა ქვეყნებს ასახელებს და არცერთ ვარიანტს არ გამორიცხავს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მას რამდენიმე იტალიური გუნდი ეპატიჟება, განსაკუთრებით ინტერი და რომა აქტიურობენ, სადაც შესაძლოა სეზონის ბოლოს სხვა მწვრთნელები ვიხილოთ. მოურინიოს აქვს ინტერში მუშაობის გამოცდილება და მან იქ დიდ […]
გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მოიშუშა
ბელგიური გენტის ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მოიშუშა და 6 აპრილს ის სავარაუდოდ მოედანზე გამოვა. ბელგიური გუნდის მწვრთნელმა განაცხადა რომ ჩაკვეტაძე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და მას შეუძლია თამაში. ჩაკვეტაძემ ტრავმა იანვრის ბოლოს მიიღო და ამ მიზეზით მან ორი თვე გამოტოვა. ჩაკვეტაძის გარეშე საქართველოს ნაკრებმა ორივე შეხვედრა წააგო და კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ რა მნიშვნელოვანიო გიორგი […]
დემბელემ ვარჯიში განაახლა
ბარსელონას ფრანგმა ფორვარდმა უსმან დემბელემ ვარჯიში განაახლა და უახლოეს პერიოდში ის მოედანს დაუბრუნდება. დემბელემ ტრავმა ლიონთან შეხვედრაში მიიღო, როდესაც ის ცვლილებაზე გამოვიდა და გოლის გატანაც შეძლო. დემბელეს მას შემდეგ არ უთამაშია და ჯერჯერობით ბოლომდე ცნობილი არ არის, თუ როდის დაბრუნდება ის მოედანზე. ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა, რომ დემბელემ შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ ითამაშოს.
ოლე გუნარ სოლსკიაერი: ”დარჩენილ შეხვედრებში 15 ქულა უნდა ავიღოთ”
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა რომ დარჩენილ შეხვედრებში მისმა გუნდმა 15 ქულა უნდა აიღოს, იმისთვის რომ ჩემპიონთა ლიგაში მოხდეს. სოლსკიაერის აზრით ამის გაკეთება შესაძლებელია, თუმცა იოლი არ იქნება: ”ჩვენს წინააღმდეგ ყველა გუნდი განსაკუთრებული განწყობით და ენერგიით თამაშობს, ამიტომ ჩვენთვის რთულია სასურველი შედეგის მიღწევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ არ ვიბრძოლებთ. […]
ნეიმარმა ვარჯიში დაიწყო
პსჟ-ს ვარსკვლავმა ნეიმარმა ვარჯიში განაახლა. ნეიმარმა ტრავმა 23 იანვარს სტრასბურგის წინააღმდეგ მიიღო და მას შემდეგ ის მოედანზე არ გამოსულა. მისი ტრავმა საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა და ნეიმარმა სარეაბილიტაციო კურსი ბრაზილიაში გაიარა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაბრუნდება ის მოედანზე და სავარაუდოდ ეს აპრილის შუა რიცხვებში მოხდება. ნეიმარის გარეშე პსჟ-მ უკვე მოახერხა და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა, ამიტომ ნეიმარისთვის […]
ზიდანი: ”რაფაელ ვარანი რეალიდან არ წავა”
მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა რომ ის თავისი წამყვანი ფეხბურთელების გაშვებას არ აპირებს და მათ შორის არის რაფაელ ვარანიც. ზიდანის თქმით ვარანზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება: ”რაც მედიაში იწერება, ყველაფერი ჭორია და ვარანი არსად წასვლას არ აპირებს. მან 8 წელი გაატარა რეალში და აქ ყოველთვის ბედნიერი იყო არ ვიცი მსგავსი ინფორმაცია საიდან […]
კოუტინიოს შეძენა რამდენიმე კლუბს სურს
ბარსელონას ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფელიპე კოუტინიომ შესაძლოა სეზონის ბოლოს ბარსელონა დატოვოს, რადგან ის ჯერჯერობით ვერ აჩვენებს იმ დონეს, რისთვისაც ის გადმოიყვანეს კატალონიურ გუნდში. კოუტინიოს შეძენა ევროპული ფეხბურთის რამდენიმე გრანდს სურს, მათ შორის ყველაზე რეალური კანდიდატები პსჟ და მანჩესტერ იუნაიტედი არიან. იუნაიტედს ჯერ კიდევ მაშინ უნდოდა კოუტინიოს შეძენა, როდესაც ის ლივერპულში თამაშობდა. რაც შეეხება პსჟ-ს გავრცელებული ინფორმაციის […]
გარეტ ბეილი ზაფხულში რეალს დატოვებს
მადრიდის რეალი ზაფხულში სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს. ზიდანი რამდენიმე ფეხბურთელის ყიდვას აპირებს და რამდენიმე მოთამაშე ასევე დატოვებს მადრიდულ გუნდს. ესენი სავარაუდოდ რაფაელ ვარანი და გარეტ ბეილი იქნებიან. ვარანმა თვითონ სთხოვა რეალს გაშვება, ხოლო რაც შეეხება ბეილს, ყველასთვის ცნობილია, რომ მას ზიდანთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. ბეილი სავარაუდოდ ინგლისში დაბრუნდება, სადაც მას რამდენიმე კლუბი ეპატიჟება.










