მოურინიო შესაძლოა იტალიაში ვიხილოთ

მოურინიო შესაძლოა იტალიაში ვიხილოთჟოზე მოურინიო ჯერჯერობით კვლავინდებურად გუნდის გარეშეა, თუმცა ხშირად აკეთებს კომენტარებს და ამბობს რომ სამწვრთნელო კარიერა არ დაუსრულებია. ჟოზე სხვადასხვა ქვეყნებს ასახელებს და არცერთ ვარიანტს არ გამორიცხავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მას რამდენიმე იტალიური გუნდი ეპატიჟება, განსაკუთრებით ინტერი და რომა აქტიურობენ, სადაც შესაძლოა სეზონის ბოლოს სხვა მწვრთნელები ვიხილოთ. მოურინიოს აქვს ინტერში მუშაობის გამოცდილება და მან იქ დიდ წარმატებას მიაღწია, ამიტომ ეს ვარიანტი სავსებით რეალურია.