კოუტინიოს შეძენა რამდენიმე კლუბს სურს

კოუტინიოს შეძენა რამდენიმე კლუბს სურსბარსელონას ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფელიპე კოუტინიომ შესაძლოა სეზონის ბოლოს ბარსელონა დატოვოს, რადგან ის ჯერჯერობით ვერ აჩვენებს იმ დონეს, რისთვისაც ის გადმოიყვანეს კატალონიურ გუნდში.

კოუტინიოს შეძენა ევროპული ფეხბურთის რამდენიმე გრანდს სურს, მათ შორის ყველაზე რეალური კანდიდატები პსჟ და მანჩესტერ იუნაიტედი არიან. იუნაიტედს ჯერ კიდევ მაშინ უნდოდა კოუტინიოს შეძენა, როდესაც ის ლივერპულში თამაშობდა.

რაც შეეხება პსჟ-ს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ნეიმარს დიდი სურვილი აქვს რომ კოუტინიოსთან ერთად ითამაშოს.