კრიშტიანო რონალდუ აიაქსთან თამაშს შეძლებს

კრიშტიანო რონალდუ აიაქსთან თამაშს შეძლებსიუვენტუსის პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდუ სავარაუდოდ შეძლებს აიაქსის წინააღმდეგ თამაშს ამსტერდამში. რონალდუმ მარტის ბოლოს ტრავმა მიიღო პორტუგალიის ნაკრებში და იმის შემდეგ მოედანზე არ გამოსულა. იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა რომ რონალდუ მზად არის სათამაშოდ და აიაქსთან თავის გუნდს დაეხმარება:

”კრიშტიანო მზად არის სათამაშოდ, უბრალოდ მე ის დავასვენე მილანის წინააღმდეგ, რომ ტრავმა არ გართულებოდა. აიაქსთან შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს”.