“ტვ ფორმულა” დღეს, გურამიშვილზე მომხდარი აფეთქების კადრებს ავრცელებს. ვიდეო მიმდებარე შენობიდან სწორედ იმ დროს არის გადაღებული, როცა 16 სართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა. ”ვაიმე დედა, რა აფეთქდა, მანქანა აფეთქდა?” არა, რა მანქანა, გაზი აფეთქდა”, – ისმის ვიდეოში. ნიუპოსტი https://www.facebook.com/FormulaOriginals/videos/1316854608487180/
კატეგორია: ვიდეოები
აფეთქება გურამიშვილის გამზირზე, არიან დაშავებულები – ვიდეო
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ძლიერი აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. სავარაუდოდ, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია არის მობილიზებული. 1ტვ https://www.facebook.com/1stchannel/videos/403792757210016/
რუსთავთან მოტოციკლი მიცუბიშის დაეჯახა – მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა – ვიდეო
რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მოტოციკლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და “მიცუბიშის” მარკის დისტრიბუციის ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. ის 41 წლის იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6-ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მარტინ სკორსეზე, რობერტ დე ნირო და ალ პაჩინო ლონდონში „ირლანდიელის“ პრემიერაზე – ვიდეო
ლონდონში მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმის „ირლანდიელის“ პრემიერა შედგა. პრემიერას რეჟისორთან ერთად მთავარი როლების შემსრულებლები, რობერტ დე ნირო და ალ პაჩინო დაესწრნენ. ფილმი ჩარლზ ბრანდტის რომანის მიხედვითაა გადაღებული, ის დაქირავებული მკვლელის შესახებ მოგვითხრობს, რომლის როლსაც დე ნირო ასრულებს. შეგახსენებთ, ახალი ტექნოლოგიების საშუალებით, ჩვენ ეკრანებზე გაახალგაზრდავებულ რობერტ დე ნიროს ვიხილავთ. ფილმს საზოგადოება 27 ნოემბრიდან Netflix-ზე ნახავს. ფორტუნა
პოლიციამ ნათია გოგალაძის მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი დეკანოიძე დააკავა – ვიდეო
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპატრამენტისა და ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხაშურში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.დ. ცხელ კვალზე დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე […]
ლელა გეთაშვილი – “პოლიციას უნდა, რომ რუსთავში გამორიყული მამაკაცის მკვლელობა ჩემს ქმარს დააბრალოს” – ვიდეო
მამაკაცი, რომლის ცხედარი რუსთავის მტკვარმა გამორიყა, სავარაუდოდ მოკლულია. ამის შესახებ გარდაცვლილი მამაკაცის, დავით მუმლაძის, მეგობრის მეუღლემ ინფო რუსთავთან განაცხადა. ლელა გეთაშვილის თქმით, გარდაცვლილ მამაკაცს სხეულზე 30-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში რამდენიმე საათია, დაკითხვაზე იმყოფება გარდაცვლილი მამაკაცის მეგობარი გიორგი გეთაშვილი. დაკავებულის მეუღლე აცხადებს, რომ სამართალდამცველებს საქმის დროულად დახურვა სურთ და ამიტომ ჰყავთ მისი […]
გირჩმა სუსს მოსმენაში სერტიფიკატი გადასცა – ვიდეო
“გირჩის” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოსმენაში სერტიფიკატი გადასცა. გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მოსმენის სერტიფიკატი მიიტანა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სუსი მარიხუანას ფესტივალის შესახებ გამოძიების ფარგლებში პარტიის 10 წევრს უსმენდა. “სერტიფიკატი გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მასზედ, რომ მან წარმატებით მოისმინა ზოგადსაგანმანათლებლო კურსი თავისუფლების შესახებ” – წერია სუს-თან მიტანილ […]
ნიკა გვარამია მარიამ გაფრინდაშვილზე – “მოეთრა, მოშავდა, მობნელდა” – ვიდეო
მთავარის ჟურნალისტი ემა გოგოხია ივანიშვილის დაცვამ პარაგრაფიდან ხელში აყვანილი გაიყვანა – ვიდეო
ბიძინა ივანიშვილის დაცვამ “მთავარის” ჟურნალისტს, ემა გოგოხიას იმ შეხვედრის გადაღების საშუალება არ მისცა, რომელსაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელისუფლებო აქტივთან მართავდა. “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ აფარებს დაცვის წევრი კამერის ობიექტივს მობილურ ტელეფონს. ამ მობილურის მთავარ ეკრანზე ბიძინა ივანიშვილის პირად მცველს სწორედ მილიარდერის ფოტო აქვს დაყენებული. “მთავარი” არხის მიერ გავრცელებულ კადრებში დაცვას […]
ფონიჭალაში მანქანა მოტოციკლს დაეჯახა – ვიდეო
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ფონიჭალაში. “ჰონდას” მარკის ავტომობილი მოტოციკლს დაეჯახა. ავარიის შედეგად დაშავდა 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც კლინიკა “ნიუჰოსპიტალში” გადაიყვანეს. “ინფო რუსთავის” ცნობით, დაშავებულ მამაკაცს გონება არ დაუკარგავს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ინფორუსთავი










