ფონიჭალაში მანქანა მოტოციკლს დაეჯახა – ვიდეო

ფონიჭალაში მანქანა მოტოციკლს დაეჯახა - ვიდეოავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ფონიჭალაში.

“ჰონდას” მარკის ავტომობილი მოტოციკლს დაეჯახა.

ავარიის შედეგად დაშავდა 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც კლინიკა “ნიუჰოსპიტალში” გადაიყვანეს.

“ინფო რუსთავის” ცნობით, დაშავებულ მამაკაცს გონება არ დაუკარგავს.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ინფორუსთავი