რუსთავთან მოტოციკლი მიცუბიშის დაეჯახა – მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა – ვიდეო

რუსთავთან მოტოციკლი მიცუბიშის დაეჯახა - მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა - ვიდეორუსთავი-თბილისის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

მოტოციკლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და “მიცუბიშის” მარკის დისტრიბუციის ავტომობილს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. ის 41 წლის იყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6-ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.