მთავარის ჟურნალისტი ემა გოგოხია ივანიშვილის დაცვამ პარაგრაფიდან ხელში აყვანილი გაიყვანა – ვიდეო

მთავარის ჟურნალისტი ემა გოგოხია ივანიშვილის დაცვამ პარაგრაფიდან ხელში აყვანილი გაიყვანა - ვიდეობიძინა ივანიშვილის დაცვამ “მთავარის” ჟურნალისტს, ემა გოგოხიას იმ შეხვედრის გადაღების საშუალება არ მისცა, რომელსაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელისუფლებო აქტივთან მართავდა.

“მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ აფარებს დაცვის წევრი კამერის ობიექტივს მობილურ ტელეფონს. ამ მობილურის მთავარ ეკრანზე ბიძინა ივანიშვილის პირად მცველს სწორედ მილიარდერის ფოტო აქვს დაყენებული.
“მთავარი” არხის მიერ გავრცელებულ კადრებში დაცვას ჟურნალისტი ხელში ატაცებული გაჰყავს “პარაგრაფის” ტერიტორიიდან.