ჭდე: ახალქალაქი

სროლა ახალქალაქში – მოკლულია 1 ახალგაზრდა

სროლა ახალქალაქში - მოკლულია 1 ახალგაზრდა

სისხლიანი დაპირისპირება ახალქალაქში. ბოლო ერთი საათია, სროლის ხმა ისმის ჯავახეთში. გავრცელებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი. ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის ჩხუბი დაახლოებით 19:00 საათზე დაიწყო. ახალგაზრდები ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები, ადგილობრივებმა სროლის ხმაც გაიგეს. მათივე ინფორმაციით იყო მუქარა ჟურნალისტების შორის. ცნობილი ხდება, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა სოფელ კულიკამიდანაა. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, სოფლის მოსახლება ახალქალაქშია ჩასული და დაპირისპირებამ ფართომასშტაბიანი […]

“ღამე შევიდა აბაზანაში, იბანავა, თვითმკვლელობის მიზეზი არ ჰქონდა” – ახალქალაქში 35 წლის ქალი გარდაცვლილი ნახეს

"ღამე შევიდა აბაზანაში, იბანავა, თვითმკვლელობის მიზეზი არ ჰქონდა" - ახალქალაქში 35 წლის ქალი გარდაცვლილი ნახეს

ახალქალაქის რაიონის სოფელ გოკიოში 35 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. სამედიცინო ექსპერტიზის მიხედვით, მისი სიკვდილის მიზეზი მექანიკური ასფიქსია გახდა. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. გარდაცვლილი 1 ივნისს გვიან ღამით იპოვეს. მათი ინფორმაციით, ქალი სოფელში, სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, მას ოჯახი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდა. „როგორც ვიცი, ყველა სახლში იყო. ღამე შევიდა აბაზანაში, იბანავა და […]

ახალქალაქში 4 ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ახალქალაქში 4 ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ახალქალაქის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, 2 პირი – 1991 წელს დაბადებული ს.ს. და 1991 წელს დაბადებული ს.ს. ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ახალქალაქში, პირადი კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის მრავლობითი დაზიანება მიაყენეს 1990 წელს დაბადებულ […]

ახალქალაქში 23 წლის გაყინული  მამაკაცი იპოვნეს

ქარელში 2 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

ახალქალაქის სოფლების – მაჯადიასა და ოლავერდის მიმდებარედ ტყეში 23 წლის გაყინული  მამაკაცი იპოვნეს. ახალგაზრდა მამაკაცს 6 იანვრის საღამოდან ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიციაც. თანასოფლელების თქმით, ის მაჯადიიდან ტყისკენ ფეხით მიმავალი არაერთხელ უნახავთ, რადგან მისი ახლობლები ტყესთან ახლოს ცხოვრობდნენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისმობს.

ახალქალაქში ეკლესია მეორედ დაარბიეს

ახალქალაქში ეკლესია მეორედ დაარბიეს

ახალქალაქში, სოფლების ხულგუმოსა და ბავრასთან ახლოს მდებარე სალოცავში ხატები და რელიგიური ნივთები კიდევ ერთხელ, უკვე მეორედ დააზიანეს. სალოცავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და აქ სომხური ეკლესიის მრევლი დადის. ეკლესიაში რელიგიური სიწმინდეების დაზიანების შესახებ საინფორმაციო სააგენტო jnews.ge წერს. მათი ინფორმაციით, სალოცავი, სადაც მსგავსი შემთხვევა სამ აპრილსაც მოხდა, კიდევ ერთხელ დაარბიეს. დაზიანებულია ქრისტიანული ხატები და რელიგიური საგნები. სააგენტო აღნიშნავს, რომ […]

ახალქალაქში ო.ი.-მ თავი მოიკლა – მან ვენები გადაიჭრა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ახალქალაქში, 50 წლამდე მამაკაცმა, ო.ი.-მ თავი მოიკლა. მან ხელისა და ყელის მიდამოებში ვენები გადაიჭრა. შემთხვევა 29 ივლისს მოხდა. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. 29 ივლისს ის საავადმყოფოში მივიდა. ექიმებმა მას დამატებითი გამოკვლევების ჩატარებას ურჩიეს თბილისში, მაგრამ მამაკაცმა თავი მოიკლა.. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით […]

სპეცოპერაცია ახალქალაქში – დააკავეს კიმ კუნგოიანი

სპეცოპერაცია ახალქალაქში - დააკავეს კიმ კუნგოიანი

ცოტა ხნის წინ, ახალქალაქში, ნაციონალური მოძრაობის ახალქალაქის ორგანიზაციის თავმჯდომარის, აშოტ რაისიანის ინფორმაციით, დააკავეს ოპოზიციის მხარდამჭერი კიმ კუნგოიანი. როგორც რაისიანი განმარტავს, სამართალდამცავებმა მას სავარაუდოდ, იარაღი ჩაუდეს. აშოტ რაისიანის განცხადებით დღეს დღის 2 საათზე ქალაქის ცენტრში, სპეცრაზმის 25-მდე წარმომადგენელმა ადგილობრივ პოლიციასთან ერთად დააკავა კუნგოიანი და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა. დაკავებიდან დაახლოებით 3 საათში მის სახლში დაიწყო ჩხრეკა. დაკავებული […]

ახალქალაქში 81 წლის კაცი ყანაში გარდაცვლილი ნახეს

ახალქალაქში 81 წლის კაცი ყანაში გარდაცვლილი ნახეს

ახალქალაქში, სოფელ ბავრაში 81 წლის კაცი ყანაში გარდაცვლილი ნახეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ის ნაკვეთს ასუფთავებდა. უბედური შემთხვევა 5 მაისს მოხდა. გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სამხრეთის კარიბჭე

დამტვრეული ხატები და დაზიანებული სიწმინდეები – ახალქალაქში სამლოცველო დააზიანეს – ვიდეო

დამტვრეული ხატები და დაზიანებული სიწმინდეები - ახალქალაქში სამლოცველო დააზიანეს - ვიდეო

ახალქალაქში ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა – „ჯეი ნიუსის“ ინფორმაციით, დაუდგენელი პირები სამლოცველოში შეიჭრნენ და სიწმინდეები დააზიანეს. დილით სალოცავად მისულ მოქალაქეებს, ხატები გადმოყრილი და დამტვრეული დახვდათ. „ჯეი ნიუსი“ აღნიშნულის ამსახველ ვიდეომასალასაც ავრცელებს. ნიუპოსტი

ახალქალაქში ქორწილში წასული ოჯახი გაქურდეს – წაღებულია ფული და ოქროს ნივთები 

ახალქალაქში ქორწილში წასული ოჯახი გაქურდეს - წაღებულია ფული და ოქროს ნივთები 

ქურდობა ახალქალაქში – jnews-ის ინფორმაციით,  27 მარტს დამნაშავეები სანაპიროს 55 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ. გამოცემის ცნობით, წაღებულია ფული და ოქროს ნივთები. დაზარალებულები ჰყვებიან, რომ ქორწილიდან დაბრუნებულებს სახლი გაქურდული დახვდათ. ძირს ეყარა ტანსაცმელი და ნივთები. ოჯახის წევრების თქმით, სავარაუდოდ დამნაშავეებს სახლში შესვლა წინასწარ დაგეგმილი ჰქონდათ. მათ იცოდნენ იმის შესახებ, რომ ოჯახი ქორწილში მიდიოდა. არსებული ინფორმაციით, […]