ჭდე: ახალციხე

ახალციხეში მამაკაცმა ცოლის გაგუდვა სცადა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ახალციხეში მამაკაცმა ცოლის გაგუდვა სცადა. დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, სხეულის დაზიანებებით ახალციხის კლინიკა “იმედში” შეიყვანა. “ქალბატონს კისრის არეში აქვს ზედაპირული დაზიანებები,” – აღნიშნეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში. დაზარალებული ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. “ახლა ნორმალურადაა, მოტეხილობა ან რაიმე მძიმე დაზიანება არ აღენიშნება. მოხრჩობის მცდელობა იყო, სისხლჩაქცევები აქვს ყელის არეში. რაც საჭირო იყო გავაკეთეთ, გამოკვლევები აღარ […]

ავარია ახალციხესთან – 2 კაცი დაიღუპა, 1 დაშავდა

ავარია ახალციხესთან - 2 კაცი დაიღუპა, 1 დაშავდა

დღეს ახალციხე-ადიგენის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა, ერთი დაშავდა. დაშავებული, 24 წლის კაცი თბილისში გადაიყვანეს. „დაშავებულს ხერხემალი აქვს დაზიანებული და თბილისში გავწერეთ“, – უთხრეს სამხრეთის კარიბჭეს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა […]

”84 წლის კაცს მუცელი ჰქონდა გაჭრილი და სისხლში ცურავდა, 8 თვის წინ ვენები გადაიჭრა“

ასპინძაში ყოფილი ფეხბურთელი ბ.მ. მოკლეს

ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე მეზობელმა ავტოფარეხში 84 წლის კაცი ცივი იარაღით დაჭრილი იპოვა. შემთხვევა 8 ნოემბერს, საღამოს მოხდა. როგორც დაშავებულის ოჯახის წევრი გვეუბნება, 84 წლის კ.კ-მ ჭრილობა მუცლის არეში თავად მიიყენა: „დილიდან ჩვეულებრივად იყო განსაკუთრებული არაფერი შემიმჩნევია. ეზოში იყო გასული, თურმე ჩვენს გარაჟში შესულა. არ ვიცი, სად იშოვა დანა, მეზობელმა გამოიარა და იმან ნახა, მუცელი ჰქონდა […]

ახალციხესთან ავტომანქანა სატვირთოს დაეჯახა – 2 ადამიანი დაიღუპა

ახალციხესთან ავტომანქანა სატვირთოს დაეჯახა - 2 ადამიანი დაიღუპა

ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომანქანა სატვირთოს დაეჯახა, რის შედეგადაც 3 მგზავრიდან 2 გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია. მომხდარის გამომწვევი მიზეზები უცნობია. იმედინიუსი

„ორჯერ შუქი ჩაქრა და ჩვენი კაბინეტების სახურავს ცეცხლი მოედო“ – ახალციხის სამხარეო ადმინისტრაციას ცეცხლი გაუჩნდა

„ორჯერ შუქი ჩაქრა და ჩვენი კაბინეტების სახურავს ცეცხლი მოედო“ - ახალციხის სამხარეო ადმინისტრაციას ცეცხლი გაუჩნდა

დღეს, 15 აგვისტოს, დაახლოებით 14:00 საათზე, ახალციხის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო ოცამდე მეხანძრე მაშველი და ოთხი სახანძრო–სამაშველო ბრიგადა. მეხანძრე მაშველებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურის მანქანა ავზებიც ემსახურებოდა. ცეცხლი სახურავში გაჩნდა, შემდგომ კი 13 კაბინეტზე გადავიდა. ცეცხლი შენობის იმ ნაწილში გაჩნდა, სადაც საჯარო მოხელეების კაბინეტებია განლაგებული. შეხვედრების დარბაზამდე ცეცხლი არ […]

ახალციხეში ტოიოტა 2 მანქანას დაეჯახა – 2 ქალი დაშავდა

ახალციხეში ტოიოტა 2 მანქანას დაეჯახა - 2 ქალი დაშავდა

13 ივლისს ახალციხეში ავარია მოხდა. საავტომობილო გზაზე „ტოიოტას“ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და 2 ავტომანქანას დაეჯახა. „ძლიერი ხმაური იყო და გარეთ გამოვედი. როგორ მოხდა, არ ვიცი, მანქანები აღარ გამოდგება. ერთ მანქანას ქართული ნომრებიც არ აქვს, მგონი, დასასვენებლად იყვნენ ჩამოსულები“, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი. შემთხვევის შედეგად, მსუბუქი დაზიანებები მიიღო ორმა ქალმა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალციხის […]

”აუღია ნაჯახი და ერთისთვის თავი გადაუხლეჩია, მეორესთვის ზურგში ჩაურტყამს“ – რა მოხდა ახალციხეში

”აუღია ნაჯახი და ერთისთვის თავი გადაუხლეჩია, მეორესთვის ზურგში ჩაურტყამს“ - რა მოხდა ახალციხეში

დღეს, 14 ივნისს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდაში, მომხდარი ჩხუბის შედეგად ორი კაცი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც ადგილობრივებმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადეს, ჩხუბი სოფელ ანდაში მოხდა. მეზობლები დაპირისპირების ზუსტ მიზეზებზე ვერ საუბრობენ, ორივე დაშავებული შუახნის კაცია. „ეს ბიჭი, რომელმაც ნაჯახი ჩაარტყა, დაშავებულებთან მისულა კარტოფილის სათხოვნელად. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ აუღია ნაჯახი და ერთისთვის თავი […]

ახალციხის ტოტალიზატორში მამაკაცი გარდაიცვალა

ახალციხის ტოტალიზატორში მამაკაცი გარდაიცვალა

ახალციხეში ტოტალიზატორში, 50 წლის მამაკაცი შეუძლოდ გახდა, სკამიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა 8 მაისს დაახლოებით 19:20 საათზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, კაცი ტოტალიზატორის შენობაში იმყოფებოდა, როდესაც მოულოდნელად სკამიდან გადავარდა და დაეცა: „სულ გალურჯდა, ისეთი ფერი ჰქონდა და სასწრაფოს გამოვუძახეთ“. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო ჯგუფს 50 წლამდე კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ კაცი […]

ავარია ახალციხესთან – დაშავებულია 4 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი

ქარელში 2 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

ახალციხესთან, სოფელ სხვილისთან ავოტსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის მცირეწლოვანია. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის 2 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია

ახალციხეში მერსედესი ხეს შეეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა

ახალციხეში მერსედესი ხეს შეეჯახა - 1 ადამიანი დაიღუპა

ახალციხეში 28 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, საბარგო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ავარია მოხდა. “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა, მანქანაში სულ 3 პირი იჯდა. მათგან ორს  ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გამოკვლევები ჩაუტარდა. “მათი მდგომარეობა სტაბილურია, ორივე მათგანი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება“, – აცხადებენ საავადმყოფოში. სამი მგზავრიდან, ერთი, 1980 წელს დაბადებული კაცი, ადგილზე გარდაიცვალა. შსს–მ საქმეზე ძიება 276–ე მუხლის […]