”აუღია ნაჯახი და ერთისთვის თავი გადაუხლეჩია, მეორესთვის ზურგში ჩაურტყამს“ – რა მოხდა ახალციხეში

”აუღია ნაჯახი და ერთისთვის თავი გადაუხლეჩია, მეორესთვის ზურგში ჩაურტყამს“ - რა მოხდა ახალციხეშიდღეს, 14 ივნისს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდაში, მომხდარი ჩხუბის შედეგად ორი კაცი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

როგორც ადგილობრივებმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადეს, ჩხუბი სოფელ ანდაში მოხდა.

მეზობლები დაპირისპირების ზუსტ მიზეზებზე ვერ საუბრობენ, ორივე დაშავებული შუახნის კაცია.

„ეს ბიჭი, რომელმაც ნაჯახი ჩაარტყა, დაშავებულებთან მისულა კარტოფილის სათხოვნელად. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ აუღია ნაჯახი და ერთისთვის თავი გადაუხლეჩია, მეორესთვის ზურგში ჩაურტყამს“, – გვიყვება ერთ–ერთი ადგილობრივი.

მისი თქმით, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ჯგუფი იყო გამოძახებული. დაშავებულები ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადმოიყვანეს. აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა და თბილისში გადაჰყავთ, მეორე კი ახალციხეში რჩება.

საავადმყოფოსთან მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც.

ცოტა ხნის წინ სამართალდამცველების მიერ ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 1977 წელს დაბადებული თ.ი.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულმა თანასოფლელებს 1963 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს და 1955 წელს დაბადებულ რ.ბ.-ს თავის არეში ბასრი საგნით ჭრილობები მიაყენა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

სამხრეთის კარიბჭე