ჭდე: ახალციხე

ახალციხეში ბაზრის სასაკლაოდან ნარჩენებს მდინარე ფოცხოვში ყრიან

ახალციხეში ბაზრის სასაკლაოდან ნარჩენებს მდინარე ფოცხოვში ყრიან

საქონლის სისხლი, ნარჩენები, ბაქტერიები, არასასიამოვნო სუნი – ამ ყველაფრის ატანა ახალციხის მაცხოვრებლებს მხოლოდ იმის გამო უხდებათ, რომ ბაზრის სასაკლაოდან სისხლს და ნარჩენებს პირდაპირ მდინარე ფოცხოვში ყრიან. მდინარე, რომელიც ახალციხელი ბავშვებისთვის ზაფხულში გაგრილების ერთადერთი საშუალებაა, უკვე დიდი ხანია ინტენსიურად ბინძურდება. ბაზრის დირექტორი, რომელიც გარემოს დაბინძურებაზეა პასუხისმგებელი, ფაქტს უწყლობით ხსნის. ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო გარემოს ზედამხედველობის სამსახურმა. რა სანქცია დაეკისრება ახალციხის […]

აფეთქება ახალციხეში – რესტორან “იმერეთის” ვიტრაჟებმა საცხოვრებელი კორპუსი დანგრევას გადაარჩინა

ახალციხეში რესტორანი "იმერეთი" აფეთქდა

ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე კორპუსში აფეთქება სარდაფში ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. გაზი მიწისქვეშ მდებარე იმ მილიდან ჟონავდა, რომელიც შემთხვევამდე ოთხი დღით ადრე დაზიანდა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, კორპუსი დიდი მასშტაბის აფეთქებისგან პირველ სართულზე არსებულმა ვიტრაჟებმა იხსნა. აფეთქება 2020 წლის 24 დეკემბერს რესტორან იმერეთში მოხდა. „გაზმა სარდაფში კორპუსის საძირკვლის კედელში არსებული ხვრელის მეშვეობით შეაღწია, რომელშიც წყალსადენის მილია […]

ახალციხეში გაზით 3 ადამიანი მოიწამლა

თბილისის უბნები, სადაც გაზის აფეთქების საფრთხე მაღალია

ქალაქ ახალციხეში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა. ცხრა აპრილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში გაზმა გაჟონა, რის გამოც სამი ადამიანი მოიწამლა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, სამივე მოქალაქე ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათგან ორი არასრულწლოვანია. სასწრაფოს ექიმის მაია ქიტიაშვილის თქმით, ორი პაციენტის – ერთი არასრულწლოვნის და ზრდასრულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მესამეს კი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ჯერ ადგილზე გაეწია, მოგვიანებით კი […]

ექთანი, რომელიც აცრის შემდეგ გახდა ცუდად, თბილისში გადაჰყავთ

ექთანი, რომელიც აცრის შემდეგ გახდა ცუდად, თბილისში გადაჰყავთ

ექთანი, რომელიც  კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრიდან 30–40 წუთში ცუდად გახდა, კატასტროფის ჯგუფს თბილისში გადაჰყავს. იგი მართვით სუნთქვაზეა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 27 წლის ქალს,  სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ახალციხეში კომაში ჩავარდა

ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ახალციხეში კომაში ჩავარდა

დღეს, 18 მარტს ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა. როგორც ექიმები საუბრობენ 30 წლამდე ქალის მდგომარება რთულია. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამტვრიეს. ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც ადგილზე “სამხრეთის კარიბჭეს” განუცხადეს, ქალი ცუდად ვაქცინის გაკეთებიდან 15 წუთში გახდა. ექთნის ახლობლები კლინიკის ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ […]

“ზეწრები დახეული ეყარა. ბევრი ნაფეხური იყო” – ახალციხეში 70 წლის ქალის ცხედარი იპოვეს

"ზეწრები დახეული ეყარა. ბევრი ნაფეხური იყო" - ახალციხეში 70 წლის ქალის ცხედარი იპოვეს

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, 27 თებერვალს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ქალი იპოვეს. 70 წლამდე ქალი გარდაცვლილი მისმა ახლობელმა ნახა. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ექსპერტმა სიკვდილის მიზეზი უნდა დაადგინოს. მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ პირველადი ვერსია – გაზით გაგუდვა, განზრახ მკვლელობამ შეცვალოს. „ორი დღეა არ მინახავს. ნათესავი მოვიდა დღეს, კარი ღია დახვდა, შევიდა სახლში და ყველაფერი არეულ-დარეული იყო. შეეშინდა […]

ახალციხეში რესტორანი “იმერეთი” აფეთქდა

ახალციხეში რესტორანი "იმერეთი" აფეთქდა

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე რესტორან “იმერეთში” აფეთქება მოხდა. კორპუსის მაცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ რესტორანში ბუნებრივმა აირმა გაჟონა. აფეთქების ძალამ მთელი რესტორანი დააზიანა. პირველადი ინფორმაციით, კორპუსის ორი მაცხოვრებელი აფეთქების მომენტში სარდაფში იმყოფებოდა. ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე, რესტორან “იმერეთში” მომხდარი აფეთქების გამო, დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მეხანძრე-მაშველებმა ორი ადამიანი გამოიყვანეს. ორივე მათგანი კონტაქტურია. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის […]

ახალციხეში მანქანა სასწრაფოს შეეჯახა

ახალციხეში მანქანა სასწრაფოს შეეჯახა

დღეს, 14 ივნისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედაგად დაშავებული ორი პირი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფება, ექიმების განმარტებით მათი მდგომარეობა სტაბილურია. სასწრაფოს და მსუბუქი მანქანის შეჯახების შედეგად, პაციენტი და ექიმი დაშავდნენ. “ჩაუტარდათ გამოკვლევები, მათი მდგომარეობა სტაბილურია, მომდევნო 24 საათი სტაციონარში იქნებიან დაკვირვების ქვეშ, შემდეგ გავწერთ კლინიკიდან”, – განაცხადეს ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში. ავტოსაგზაო შემთხვევა კოსტავას ქუჩაზე 15:00 საათზე მოხდა, როგორც სასწრაფო […]

ახალციხეში პოლიციელი ბორდიურს შეეჯახა და დაიღუპა

ახალციხეში პოლიციელი ბორდიურს შეეჯახა და დაიღუპა

ახალციხეში, სოფელ წნისში ავტოსაგზაო შემთხვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ემსხვერპლა ავარია 1 ივნისს დაახლოებით 24:00 საათზე მოხდა. ა.ბ საკუთარი მანქანით, სოფელ წნისში ბეტონის ბორდიურს შეეჯახა. ადგილობრივების ინფორმაციით, შსს–ს თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა. შსს-მ გამოძიება 276 მუხლის მე–6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. უწყებაში აცხადებენ, […]

25 წლის ახალციხელი ლელა ოქრომელიძე აშშ-ს წამყვანი კლინიკის ნეირომეცნიერია

25 წლის ახალციხელი ლელა ოქრომელიძე აშშ-ს წამყვანი კლინიკის ნეირომეცნიერია

ახალციხელი ლელა ოქრომელიძე ნეირორადიოლოგიით ბავშვობიდან დაინტერესდა, დედის პროფესიამ მასზე გავლენა მოახდინა. ისწავლა, მონაწილეობდა გაცვლით პროგრამებში, მოიარა დაახლოებით ოცი ქვეყანა და ახლა უკვე ნეირომეცნიერის სტატუსი აქვს. ახლა იმ კლინიკაში მუშაობს, რომელსაც 2019 წელს აშშ-ს საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებად დასახელდა. პარალელურად, სწავლობს ჰარვარდის უნივერსიტეტში და თავისუფალი დრო თითქმის არ აქვს, თუმცა ეს რეჟიმი მოსწონს. იმ ყველაფრისთვის, რაც აქვს, […]