ჭდე: ანგელა მერკელი

მერკელი სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან მოლაპარაკებას გამართავს

მერკელი სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან მოლაპარაკებას გამართავს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან მოლაპარაკებას გამართავს. ამის შესახებ BBC-ი წერს. საკითხი მას შემდეგაა აქტუალური, რაც გერმანიაში სამთავრობო კრიზისი შეიქმნა, რადგან არჩევნებში გამარჯვების მიუხედავად, ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა მთავრობა ვერ ჩამოაყალიბა. მანამდე სოციალ-დემოკრატებმა მერკელის პარტიასთან მოლაპარაკების წარმოებაზე უარი თქვეს. მოლაპარაკების და მორიგების შემთხვევაში ამ ბლოკს მანდატების 56% ექნება. კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება კოალიციური […]

მერკელი გადადგომას არ აპირებს

მერკელმა მმართველი კოალიცია ვერ შექმნა - თავისუფალმა დემოკრატებმა და მწვანეებმა უარი უთხრეს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გადადგომის მიზეზს ვერ ხედავს მას შემდეგ, რაც ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ მოხერხდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. მერკელის თქმით, მზადაა, კიდევ ოთხი წლის განმავლობაში დაიკავოს კანცლერის თანამდებობა. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია მსოფლიოსა და ევროპისთვის სტაბილურობის დემონსტრირება. კითხვაზე, რომელიც დიდი კოალიციის შექმნას გულისხმობს სოციალ-დემოკრატებთან, მერკელმა განაცხადა, რომ დაელოდება მისი პარტიის მოლაპარაკებას […]

გერმანიის არჩევნებში მერკელის პარტია ლიდერობს, მეორე ადგილზეა შულცი

გადამწყვეტ ტელედებატებში მერკელმა შულცი დაამარცხა

გერმანიაში გუშინ ბუნდესტაგის არჩევნები ჩატარდა. ამ დროისთვის ვრცელდება ეგზითპოლების წინასწარი შედეგები. ამ მონაცემების მიხედვით, ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატების ბლოკმა“ ხმათა 32,5% მიიღო. კანცლერობის კანდიდატ მარტინ შულცის სოციალ-დემოკრატები მეორე ადგილზე არიან და ამომრჩეველთა ხმების 20% დააგროვეს.

მიტინგზე ანგელა მერკელს პომიდვრები ესროლეს

მიტინგზე ანგელა მერკელს პომიდვრები ესროლეს

ქალაქ ჰეიდელბერგში წინასარჩევნო მიტინგის დროს გერმანიის კანცლერს პომიდვრები ესროლეს. ამის შესახებ Der Spiegel-ი წერს. ანგელა მერკელი სიტყვით გამოდიოდა, როდესაც მას მოულოდნელად 2 პომიდორი ესროლეს. გამოცემის ცნობით, ერთი პომიდორი კანცლერს ფეხზე მოხვდა, მეორე კი მიტინგის წამყვანს. მერკელმა მას დასვრილი ტანსაცმლის გასაწმენდად თავისი ცხვირსახოცი შესთავაზა. მომხდარის მიუხედავად კანცლერმა სიტყვით გამოსვლა გააგრძელა. გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 24 სექტემბერს გაიმართება. ანგელა მერკელი […]

ანგელა მერკელი შეშფოთებულია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის ქმედებებით

ანგელა მერკელი შეშფოთებულია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის ქმედებებით

გერმანია შეშფოთებით ადევნებს თვალს იმ ფაქტს, რომ რუსეთი არანაირ ძალისხმევას არ მიმართავს, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობდა ხელს. ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის მთავრობის სპიკერატის კომენტარში, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წერილობითი კითხვების პასუხად მიიღო. საზოგადოებრივი მაუწყებელი დაინტერესდა, როგორ აფასებდა გერმანიის კანცლერი იმ ფაქტს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ბიბილოვი სოჭში უშუალოდ ანგელა […]