მერკელი სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან მოლაპარაკებას გამართავს

მერკელი სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან მოლაპარაკებას გამართავსგერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან მოლაპარაკებას გამართავს. ამის შესახებ BBC-ი წერს.

საკითხი მას შემდეგაა აქტუალური, რაც გერმანიაში სამთავრობო კრიზისი შეიქმნა, რადგან არჩევნებში გამარჯვების მიუხედავად, ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა მთავრობა ვერ ჩამოაყალიბა.

მანამდე სოციალ-დემოკრატებმა მერკელის პარტიასთან მოლაპარაკების წარმოებაზე უარი თქვეს. მოლაპარაკების და მორიგების შემთხვევაში ამ ბლოკს მანდატების 56% ექნება.

კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება კოალიციური მთავრობის შექმნა, ის მიემხრობა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას და არა – უმცირესობის მთავრობის შექმნას.

ამასთან, მერკელმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავ გაუძღვეს თავის პარტიას.

იმედინიუსი