გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გადადგომის მიზეზს ვერ ხედავს მას შემდეგ, რაც ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ მოხერხდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
მერკელის თქმით, მზადაა, კიდევ ოთხი წლის განმავლობაში დაიკავოს კანცლერის თანამდებობა. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია მსოფლიოსა და ევროპისთვის სტაბილურობის დემონსტრირება.
კითხვაზე, რომელიც დიდი კოალიციის შექმნას გულისხმობს სოციალ-დემოკრატებთან, მერკელმა განაცხადა, რომ დაელოდება მისი პარტიის მოლაპარაკებას პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, რომელიც ოთხშაბათს გაიმართება. თუმცა, მისი თქმით, ნებისმიერი მოთხოვნა მისი გადადგომის შესახებ, არ იქნება კარგი საშუალება ახალი კოალიციის შესაქმნელად.
მემარჯვენე პარტიის ლიდერებმა დღეს ანგელა მერკელს კანცლერის თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდეს.

