გერმანიის არჩევნებში მერკელის პარტია ლიდერობს, მეორე ადგილზეა შულცი

გერმანიის არჩევნებში მერკელის პარტია ლიდერობს, მეორე ადგილზეა შულციგერმანიაში გუშინ ბუნდესტაგის არჩევნები ჩატარდა. ამ დროისთვის ვრცელდება ეგზითპოლების წინასწარი შედეგები. ამ მონაცემების მიხედვით, ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატების ბლოკმა“ ხმათა 32,5% მიიღო.
კანცლერობის კანდიდატ მარტინ შულცის სოციალ-დემოკრატები მეორე ადგილზე არიან და ამომრჩეველთა ხმების 20% დააგროვეს.