ქალაქ ჰეიდელბერგში წინასარჩევნო მიტინგის დროს გერმანიის კანცლერს პომიდვრები ესროლეს. ამის შესახებ Der Spiegel-ი წერს.
ანგელა მერკელი სიტყვით გამოდიოდა, როდესაც მას მოულოდნელად 2 პომიდორი ესროლეს. გამოცემის ცნობით, ერთი პომიდორი კანცლერს ფეხზე მოხვდა, მეორე კი მიტინგის წამყვანს. მერკელმა მას დასვრილი ტანსაცმლის გასაწმენდად თავისი ცხვირსახოცი შესთავაზა.
მომხდარის მიუხედავად კანცლერმა სიტყვით გამოსვლა გააგრძელა. გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 24 სექტემბერს გაიმართება. ანგელა მერკელი უკვე მეოთხედ იყრის კენჭს. მისი პარტია კი საზოგადოებრივი აზრის კვლევებში ლიდერობს.
იმედინიუსი

