ჭდე: ანტუან გრიზმანი

ანტუან გრიზმანი: ”გოლი ლებრონ ჯეიმსის სტილში აღვნიშნე”

ანტუან გრიზმანი: ”მესისთან  ერთად თამაშს მოუთმენლად ველი”

ბარსელონას ფრანგმა ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა თავისი ახალი გუნდის შემადგენლობაში პირველი გოლები გაიტანა. მეორე გოლი გრიზმანმა განსაკუთრებით ემოციურად აღნიშნა და მისი თქმით მან ეს ლებრონ ჯეიმსის სტილში გააკეთა, რადგან ეს კალათბურთელი ძალიან მოსწონს: ”მეორე გოლის დროს ლებრონ ჯეიმსი გამახსენდა და გოლიც მის სტილში აღვნიშნე. ლებრონ ჯეიმსი ძალიან მომწონს და ეს ასე ამიტომ გავაკეთე. მიხარია რომ ბარსელონაში […]

ანტუან გრიზმანი: ”მესისთან ერთად თამაშს მოუთმენლად ველი”

ანტუან გრიზმანი: ”მესისთან  ერთად თამაშს მოუთმენლად ველი”

ბარსელონას ფრანგმა ახალწვეულმა ანტუან გრუზმანმა ბარსელონაში პირველი ვარჯიში ჩაატარა და ვარჯიშის შემდეგ მედიასთან კომენტარიც გააკეთა: ”ბარსელონაში თამაში ჩემთვის უდიდესი შესაძლებლობაა რომ ბევრი ტიტული მოვიგო. ვიცი რომ ძალიან ბევრი შრომა მომიწევს, მაგრამ გამოწვევებისთვის მზად ვარ. მესისთან ერთად თამაშს მოუთმენლად ველი და ვიცი რომ მოედანზე ერთმანეთს კარგად გავუგებთ”. გრიზმანის ტრანსფერი ბარსელონას 120 მილიონი დაუჯდა. გრიზმანმა ასევე აღნიშნა […]

ანტუან გრიზმანი ოფიციალურად ბარსელონას ფეხბურთელია

ბაიერნი ანტუან გრიზმანის შეძენას შეეცდება

ბარსელონამ ოფიციალურად დაადასტურა რომ ანტუან გრიზმანი კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს. კატალონიელები ამ ტრანსფერში 120 მილიონს გადაიხდიან და და გრიზმანის პრეზენტაცია რამდენიმე დღეში შედგება. თღვითონ ფეხბურთელს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. იმის შესახებ რომ გრიზმანი ბარსელონაში აპირებდა გადასვლას უკვე მაისში გახდა ცნობილი, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ეს ტრანსფერი გაჭიანურდა. გრიზმანის გარდა ბარსელონამ ფრენკი დე იონგიც დაიმატა და შეიძლება […]

ბარსელონა გრიზმანის ტრანსფერს პარასკევს დაასრულებს

ბაიერნი ანტუან გრიზმანის შეძენას შეეცდება

ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ პარასკევს 12 ივლისს გრიზმანი ოფიციალურად ბარსელონას ფეხბურთელი გახდება. ეს უფრო ადრე უნდა მომხდარიყო, მაგრამ ბარსელონას გარკვეული პრობლემები შეექმნა, თუმცა რა პრობლემებზეა საუბარი ცნობილი არ არის. გრიზმანის ბარსელონაში გადასვლაზე ცნობილი ერთი თვის წინ გახდა, მაგრამ ტრანსფერი გაჭიანურდა და ამის მიზეზებზე ბარსელონაში არ საუბრობენ. გრიზმანის სატრანსფერო ფასი 120 მილიონია და […]

გრიზმანის ბარსელონაში ტრანსფერი ჩიხში შევიდა

ბაიერნი ანტუან გრიზმანის შეძენას შეეცდება

ანტუან გრიზმანის ბარსელონაში ტრანსფერი კვლავ ჩიხში შევიდა და გაურკვეველია გადავა თუ არა საერთოდ გრიზმანი ბარსელონაში. ამ ყველაფერს ბარსელონას პრეზიდენტის ჟოზეფ ბართომეუს განცხადებაც დაემატა, რომელმაც თქვა რომ გრიზმანთან ბარსელონა მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და სავარაუდოდ არც მის ყიდვას აპირებს. არადა გრიზმანის ბარსელონაში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი ამბავი იყო. სავარაუდოდ გარკვეული მიზეზების გამო ბარსელონას ხელმძღვანელობამ მისი ყიდვა გადაიფიქრა. ჯერჯერობით […]

გრიზმანი ბარსელონაში გადასვლასთან ახლოს არის

ბაიერნი ანტუან გრიზმანის შეძენას შეეცდება

მადრიდის ატლეტიკოს აღმასრულებელმა დირექტორმა დაადასტურა ის ინფორმაცია, რომ გრიზმანი ბარსელონას ჯერ კიდევ მარტში შეუთანხმდა. მისი თქმით ეს ტრანსფერი მალე ოფიციალური გახდება, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ტრანსფერი გაურკვეველი მიზეზების გამო გაჭიანურდა. ჯერჯერობით გრიზმანიც და ბარსელონაც დუმილს ამჯობინებენ, ამიტომ ეს მიზეზები ცნობილი არ არის. ბარსელონას მინიმუმ 120 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს და შესაძლოა ეს არის დამაბრკოლებელი ფაქტორი. […]

ბარსელონას გრიზმანი აღარ უნდა

გრიზმანი მანჩესტერ იუნაიტედში ძალიან მაღალ ანაზღაურებას ითხოვს

ბარსელონას და ანტუან გრიზმანის საქმე უცნაურ ფაზაში შევიდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბარსელონას სურდა გრიზმანის შეძენა, მაგრამ გადაიფიქრა და სწორედ ამიტომ გაჭიანურდა ეს ტრანსფერი. შესაძლოა ფრანგი ფორვარდი პსჟ-ში გადავიდეს, რომელიც მზად არის მის ტრანსფერში 100 მილიონე მეტი გადაიხადოს. ასევე გრიზმანის შეძენით დაინტერესებულია მანჩესტერ იუნაიტედიც. ჯერჯერობით უცნობია თუ რატომ გადაიფიქრა ბარსელონამ გრიზმანის შეძენა. თვითონ ფეხბურთელი ამ თემაზე […]

ივან რაკიტიჩი: ”მინდა რომ გრიზმანი ბარსელონას ფეხბურთელი გახდეს”

ივან რაკიტიჩის მომავალი ბარსელონაში გაურკვეველია

ბარსელონას ხორვატმა ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა ანტუან გრიზმანზე ისაუბრა და თქვა, რომ მას ძალიან გაუხარდება თუ გრიზმანი ბარსელონას ფეხბურთელი გახდება. რაკიტიჩის აზრით, გრიზმანი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია: ”გრიზმანზე ძალიან კარგი წარმოდგენა მაქვს. მსოფლიო ჩემპიონატზე შარშან მან შესანიშნავად იასპარეზა და ატლეტიკოშიც ის წლების მანძილზე ერთ-ერთი ლიდერი იყო. თუ გრიზმანი ჩემი თანაგუნდელი გახდება, ეს ძალიან გამახარებს”.

ერნესტო ვალვერდე: ”გრიზმანთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ”

ერნესტო ვალვერდე: ”ბეტისმა შანსები უკეთესად გამოიყენა”

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ბარსელონას ტრანსფერებზე ისაუბრა და თქვა, რომ გუნდი რამდენიმე ფეხბურთელთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და მათ შორის ანტუან გრიზმანიც არის: ”დიახ ჩვენ გვაქვს კონტაქტი გრიზმანთან და სხვა ფეხბურთელებთან. ზაფხულში ბარსელონა აუცილებლად გაძლიერდება. ამჟამად ჩვენ მხოლოდ თასის ფინალზე ვფიქრობთ ვალენსიასთან და ტრანსფერები მხოლოდ ამ თამაშის შემდეგ იქნება აქტუალური”. ბარსელონას და ვალენსიას დაპირისპირებს 25 მაისს […]

ბაიერნი ანტუან გრიზმანის შეძენას შეეცდება

ბაიერნი ანტუან გრიზმანის შეძენას შეეცდება

როგორც ცნობილი გახდა წლევანდელი სეზონის ბოლოს ბაიერნს არიენ რობენი და ფრანკ რიბერი დატოვებენ და მიუნხენელები უკვე ეძებენ მათ შემცვლელს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბაიერნი ანტუან გრიზმანის შეძენას შეეცდება და მზად არის ამ ტრანსფერში დიდი თანხა გადაიხადოს. ბაიერნი ტრანსფერის განხორციელებას სავარაუდოდ ზაფხულში შეეცდება, თუმცა გრიზმანის ყიდვა უკვე სურდა ბარსელონას და კატალონიურმა გუნდმა ამის გაკეთება ვერ მოახერხა.