ანტუან გრიზმანი: ”გოლი ლებრონ ჯეიმსის სტილში აღვნიშნე”

ანტუან გრიზმანი: ”გოლი ლებრონ ჯეიმსის სტილში აღვნიშნე”ბარსელონას ფრანგმა ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა თავისი ახალი გუნდის შემადგენლობაში პირველი გოლები გაიტანა. მეორე გოლი გრიზმანმა განსაკუთრებით ემოციურად აღნიშნა და მისი თქმით მან ეს ლებრონ ჯეიმსის სტილში გააკეთა, რადგან ეს კალათბურთელი ძალიან მოსწონს:

”მეორე გოლის დროს ლებრონ ჯეიმსი გამახსენდა და გოლიც მის სტილში აღვნიშნე. ლებრონ ჯეიმსი ძალიან მომწონს და ეს ასე ამიტომ გავაკეთე. მიხარია რომ ბარსელონაში პირველი გოლები გავიტანე, მაგრამ მთავარი გუნდის გამარჯვებაა”.