ივან რაკიტიჩი: ”მინდა რომ გრიზმანი ბარსელონას ფეხბურთელი გახდეს”

ივან რაკიტიჩი: ”მინდა რომ გრიზმანი ბარსელონას ფეხბურთელი გახდეს”ბარსელონას ხორვატმა ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა ანტუან გრიზმანზე ისაუბრა და თქვა, რომ მას ძალიან გაუხარდება თუ გრიზმანი ბარსელონას ფეხბურთელი გახდება. რაკიტიჩის აზრით, გრიზმანი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია:

”გრიზმანზე ძალიან კარგი წარმოდგენა მაქვს. მსოფლიო ჩემპიონატზე შარშან მან შესანიშნავად იასპარეზა და ატლეტიკოშიც ის წლების მანძილზე ერთ-ერთი ლიდერი იყო. თუ გრიზმანი ჩემი თანაგუნდელი გახდება, ეს ძალიან გამახარებს”.