გრიზმანი ბარსელონაში გადასვლასთან ახლოს არის

გრიზმანი ბარსელონაში გადასვლასთან ახლოს არისმადრიდის ატლეტიკოს აღმასრულებელმა დირექტორმა დაადასტურა ის ინფორმაცია, რომ გრიზმანი ბარსელონას ჯერ კიდევ მარტში შეუთანხმდა. მისი თქმით ეს ტრანსფერი მალე ოფიციალური გახდება, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ტრანსფერი გაურკვეველი მიზეზების გამო გაჭიანურდა.

ჯერჯერობით გრიზმანიც და ბარსელონაც დუმილს ამჯობინებენ, ამიტომ ეს მიზეზები ცნობილი არ არის. ბარსელონას მინიმუმ 120 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს და შესაძლოა ეს არის დამაბრკოლებელი ფაქტორი. გრიზმანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა რომ მისი ახალი გუნდი მალე გახდება ცნობილი.