ირაკლი ოქრუაშვილს ბრალს რამდენიმე საათში წაუყენებენ

ირაკლი ოქრუაშვილს ბრალს რამდენიმე საათში წაუყენებენთავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს ბრალს ოფიციალურად 27 ივლისს, 10:00 საათზე წაუყენებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა. ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივნისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე, დაკავებულია ირაკლი ოქრუაშვილი.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. გარდა ამისა, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.