ჭდე: დატბორვა

ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა გადასასვლელი დაიტბორა

ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა გადასასვლელი დაიტბორა

თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა გადასასვლელი დაიტბორა. მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანდა მაღაზიებში არსებული პროდუქცია და სამუშაო ტექნიკა. მეპატრონეები ზარალს ითვლიან. მესაკუთრეები მომხდარის მიზეზად სანიაღვრე სისტემის გაუმართაობას ასახელებენ. “სანიაღვრე მილი დატოვეს ღია, ანუ არაფერზე არ არის შეერთებული და რომ იწვიმა, მთელი ვაკის ნიაღვარი ჩამოდის აქ, სადაც დაბალ წერტილს პოულობს,” – ამბობს მაღაზიის ერთ-ერთი მეპატრონე. რუსთავი 2

მგალობლიშვილის ქუჩა მეორედ დაიტბორა

მგალობლიშვილის ქუჩა მეორედ დაიტბორა

მგალობლიშვილის ქუჩა ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორედ დაიტბორა. მიზეზი ისევ წყლის მილის დაზიანებაა. ადგილზე გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა. როგორც GWP-ში აცხადებენ, ამ დროისთვის გადაკეტილია ურდულები და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. “მგალობლიშვილის ქუჩაზე დაზიანებული მილიდან წყლის დინების შესაჩერებლად უკვე დაიკეტა ურდულები. როგორც კი ქსელი წყლისგან დაიცლება, მაქსიმალურად ოპერატიულად დავიწყებთ ტექნიკურ სამუშაოებს მიზეზების დასადგენად და დაზიანების აღმოსაფხვრელად. სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობას დამატებით […]

ძლიერი წვიმა თბილისში – დაიტბორა ეზოები, სადარბაზოები და სარდაფები

ძლიერი წვიმა თბილისში - დაიტბორა ეზოები, სადარბაზოები და სარდაფები

თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად, ამ დროისთვის, დაზარალებულები არ არიან. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში„ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ამ ეტაპზე, ყველაზე მეტი გამოძახება დიდუბე-ჩუღურეთიდან, დიღმიდან, გლდანი-ნაძალადევიდან და სანზონიდან არის. ასევე, ძირითადად, საგანგებო სიტუაციების სამსახურში მოქალაქეები ეზოების, სადარბაზოების და სარდაფების დატბორვის შესახებ რეკავენ. ასევე, სანზონაში დაფიქსირდა კორპუსის სახურავის დაზიანების ფაქტიც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თბილისში უხვი ნალექის გამო, საგანგებო […]

ბარნოვზე დაიტბორა სახლები, მაღაზიები, სალონები და მანქანები – მაგისტრალური წყალსადენი მილი გასკდა

ბარნოვზე დაიტბორა სახლები, მაღაზიები, სალონები და მანქანები - მაგისტრალური წყალსადენი მილი გასკდა

ბარნოვის ქუჩაზე მაგისტრალური წყალსადენი მილი გასკდა, საიდანაც მთაწმინდის რაიონი წყლით მარაგდება. შედეგად დაიტბორა ქუჩაზე მდებარე სახლების პირველი სართულები, მაღაზიები, დაზიანებულია მანქანები. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ბარნოვის ქუჩა გადაკეტილია და ადგილზე ამ დრომდე მუშაობს სპეცტექნიკა. კომპანია “ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის (GWP)” განცხადებით, სპეციალისტები ადგილზე შეუჩერებლად იმუშავებენ და წყლის მიწოდება ხვალ გამთენიისას აღდგება. რაც შეეხება ზარალს, GWP-ში აცხადებენ, […]

თბილისი-ბათუმის საავტომობილო გზა დაიტბორა

თბილისი-ბათუმის საავტომობილო გზა დაიტბორა

საავტომობილო მიმოსვლა შეფერხებულია თბილისი-ბათუმის საავტომობილო გზის გურიის მონაკვეთზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესასთან. ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” წერს. ამ ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ლეისწყალმა გზის ნაწილი დატბორა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ამ მიმართულებით არ ატარებენ მსუბუქ ავტომანქანებს, რომლებსაც წყალში ჩარჩენის საფრთხე ემუქრებათ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ფოთი დაიტბორა

ფოთი დაიტბორა

ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე შეაღწია. ათობით ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი გაუნადგურდა. განსაკუთრებით მძიმე მდომარეობაა დანელიას ქუჩაზე. ადგილობრივების ინფორმაციით, ყოველი წვიმის დროს ვითარე ბა უცვლელია – სატუმბი სადგურები, რომელთა მოწესრიგებაშიც ათასობით ლარი დაიხარჯა, გაუმართავად მუშაობს. მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ […]

მდინარე ფრონემ სოფელი მოხისი დატბორა

მდინარე ფრონემ სოფელი მოხისი დატბორა

უამინდობის შედეგად, ქართლში, მდინარე ფრონე კალაპოტიდან დაახლოებით ნახევარი კილომეტრით გადმოვიდა და სოფელი მოხისი დატბორა. დატბორილია სოფლის მეურნეობის სავარგულები და დევნილთა დასახლება. სტიქიამ სოფელი ქვენატკოცაც დააზარალა – დატბორილია საცხოვრებელი სახლების სარდაფები და პირველი სართულები. ნიუპოსტი

ფოთი ძლიერმა წვიმამ დატბორა

ფოთი ძლიერმა წვიმამ დატბორა

ფოთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. დაიტბორა რამდენიმე ცენტრალური ქუჩა. გადაადგილების პრობლემა ექმნებათ როგორც მსუბუქ ავტომობილებს, ისე ქვეითად მოსიარულეებს. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლევან ჩოჩიას ინფორმაციით, ქალაქში მოქმედი შვიდივე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, თუმცა უხვი ნალექის გამო წყალს გადინება უჭირს. ადგილობრივების თქმით, ძლიერი წვიმის დროს აღნიშნული პრობლემა მუდმივად არსებობს და სანიაღვრე არხები მოსაწესრიგებელია. მათივე ინფორმაციით, […]