ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა გადასასვლელი დაიტბორა

ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა გადასასვლელი დაიტბორათბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა გადასასვლელი დაიტბორა. მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანდა მაღაზიებში არსებული პროდუქცია და სამუშაო ტექნიკა.

მეპატრონეები ზარალს ითვლიან. მესაკუთრეები მომხდარის მიზეზად სანიაღვრე სისტემის გაუმართაობას ასახელებენ.

“სანიაღვრე მილი დატოვეს ღია, ანუ არაფერზე არ არის შეერთებული და რომ იწვიმა, მთელი ვაკის ნიაღვარი ჩამოდის აქ, სადაც დაბალ წერტილს პოულობს,” – ამბობს მაღაზიის ერთ-ერთი მეპატრონე.

რუსთავი 2