ფოთი ძლიერმა წვიმამ დატბორა

ფოთი ძლიერმა წვიმამ დატბორაფოთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. დაიტბორა რამდენიმე ცენტრალური ქუჩა. გადაადგილების პრობლემა ექმნებათ როგორც მსუბუქ ავტომობილებს, ისე ქვეითად მოსიარულეებს.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლევან ჩოჩიას ინფორმაციით, ქალაქში მოქმედი შვიდივე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, თუმცა უხვი ნალექის გამო წყალს გადინება უჭირს.
ადგილობრივების თქმით, ძლიერი წვიმის დროს აღნიშნული პრობლემა მუდმივად არსებობს და სანიაღვრე არხები მოსაწესრიგებელია. მათივე ინფორმაციით, წვიმის გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა წყალმა ეზოებში შეაღწიოს.

ინტერპრესნიუსი