ჭდე: დაწვა

რუსთავში 60 წლის მამაკაცი დამწვარი იპოვეს

რუსთავში 60 წლის მამაკაცი დამწვარი იპოვეს

რუსთავში, საცხოვრებელ სახლში 60 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი მთლიანად დამწვარი იყო. მეზობლების თქმით, მამაკაცი ადგილზე მუშაობდა და ამავდროულად იქვე რჩებოდა ხოლმე დასაძინებლად. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ცეცხლის გამომწვევ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს. ინფო რუსთავი

აშშ-ში მინეაპოლისში მომიტინგეებმა რამდენიმე შენობა გადაწვეს

აშშ-ში მინეაპოლისში მომიტინგეებმა რამდენიმე შენობა გადაწვეს

აშშ-ში უკვე მეორე დღეა საპროტესტო აქცია გრძელდება. მომიტინგეები პოლიციის მიერ შავკანიანი მამაკაცის მკვლელობას აპროტესტებენ. აქციები შტატების სულ მცირე სამ ქალაქში მიმდინარეობს. მედიის ინფორმაციით, მინეაპოლისში, სადაც შემთხვევა მოხდა, მომიტინგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ, შენობებში შეიჭრნენ და რამდენიმე მათგანი გადაწყვეს. პოლიციამ საპასუხო ზომად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მინესოტას გუბერნატორის, ტიმ ვოლზის თქმით, ქალაქში, ძალიან საშიში ვითარებაა. იგი მოსახლეობას დამშვიდებისკენ მოუწოდებს. დემონსტრაციები […]

რუსთავთან ავტობანზე მანქანა დაიწვა – ვიდეო

რუსთავთან ავტობანზე მანქანა დაიწვა - ვიდეო

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე რუსთავთან ახლოს ავტომობილი დაიწვა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, “ნისანის” მარკის ავტომობილს ცეცხლი მოძრაობის დროს გაუჩნდა. ავტომობილის მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა დროულად მოახერხა, ის არ დაშავებულა, თუმცა სრულად განადგურდა ავტომანქანა. ხანძრის გამო მაგისტრალზე საავტომობილო მიმოსვლა დროებით შეიზღუდული იყო, ამ დროისთვის მოძრაობა შეფერხების გარეშეა შესაძლებელი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. […]

კასპში 68 წლის მამაკაცი საკუთარ ნაკვეთში დაიწვა

კასპში 68 წლის მამაკაცი საკუთარ ნაკვეთში დაიწვა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში 68 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის საკუთარ ნაკვეთში იპოვეს, სადაც დღეს, კარგი ამინდის დადგომის გამო, მუშაობდა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცმა ბალხს ცეცხლი მოუკიდა და შემდეგ ვეღარ დააღწია თავი. სოფლის წარმომადგენლის ტარიელ ოხანაშვილის გაnცხადებით, ნაკვეთი ბალახიანი იყო, ხოლო მამაკაცი მის გასუფთავებას ცდილობდა. ,,ეს ნაკვეთი გრაკლის მხარეს მდებარეობს. ცეცხლი მოუკიდა და როგორც ჩანს შემდეგ თვითონ […]

თბილისში პსპ-ს მიკროავტობუსი დაიწვა

თბილისში პსპ-ს მიკროავტობუსი დაიწვა

დაახლოებით ერთი საათის წინ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო. მიზეზი ხანძარია, რომელიც მიკროავტობუსს გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, მანქანა გაუმართავი ელექტრობის გამო აალდა. მძღოლმა ტრანსპორტიდან გამოსვლა დროულად მოასწრო და არ დაშავებულა. ადგილზე მისულ სახანძრო ბრიგადას მანქანა უკვე დამწვარი დახვდა. მიკრო ავტობუსი კომპანია “პე-ეს-პეს” ეკუთვნის. რუსთავი 2

დედოფლისწყაროში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დაიწვა

დედოფლისწყაროში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დაიწვა

დედოფლისწყაროში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დაიწვა. ცენტრალურ მოედანზე დამონტაჟებულ ნაძვის ხეს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა, მთლიანად არის განადგურებული განათება და მოსართავები. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ვერ ამბობს, რა შეიძლებოდა გამხდარიყო ნაძვის ხის დაწვის მიზეზი. ,,შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა, სამწუხაროდ, დაიწვა ნაძვის ხე. რა გახდა მიზეზი, ამ ეტაპზე არ ვიცით. მიმდინარეობს გამოძიება“, – ამბობს ჯანიაშვილი. დედოფლისწყაროს მთავარი ნაძვის ხე […]

ზუგდიდის ცენტრში მანქანა დაიწვა

ზუგდიდის ცენტრში მანქანა დაიწვა

ზუგდიდში “ჟიგულის” მარკის ავტომანქნა დაიწვა. “07”-ს ცეცხლი მაშინ გაუჩნდა, როდესაც ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე მოძრაობდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი უცნობია. რუსთავი 2

ადიგენში 54 წლის მამაკაცი დაიწვა

შერემეტიევოში ცეცხლმოკიდებულ თვითმფრინავში მგზავრმა ვიდეო გადაიღო - ვიდეო

24 ნოემბერს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით 54 წლის მამაკაცი ხანძრის გაჩენის დროს, სახლში, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ეძინა, ცეცხლი კი სწრაფად გავრცელდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შენობა ხის იყო და ცეცხლი მალე მოედო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში შეტყობინება 19:44 საათზე შევიდა, ადგილზე მისულ ჯგუფს კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. გარდაცვლილი სოფელში […]

ქართულმა მარშმა კინოთეატრ ამირანთან ლგბტ დროშა დაწვა

ქართულმა მარშმა კინოთეატრ ამირანთან ლგბტ დროშა დაწვა

კინოთეატრ “ამირანის” მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე “ქართულმა მარშმა” ლგბტ+ დროშა დემონსტრაციულად დაწვა. “აი ასე დაიწვება საქართველოში ყველა სოდომ-გომორი, დღეს ქართველ ერს გვერდით დგომა სჭირდება. მოგიწოდებთ გამოხვიდეთ და დადგეთ ჩვენს გვერდით,”- მიმართეს აქციის მონაწილეებმა შეკრებილებს. “ხდება უპრეცენდენტო შემთხვევა, ისტორიაში ქართველს ერს აკადრეს მამათმავლური ფილმის პრეზენტაცია. ეს არის შეურაცხყოფა ხალხის, ამიტომ თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა ჩავშალოთ ეს მარაზმი, მივუჩინოთ ადგილი სატანის მოციქულებს,” […]

თბილისში სიგარეტის ნამწვის გამო 2 მანქანა დაიწვა

თბილისში სიგარეტის ნამწვის გამო 2 მანქანა დაიწვა

თემქაზე, ჩარგლის 79-ში 18 სექტემბერს ღამით ორი ავტომობილი დაიწვა. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.  რა გახდა ორი ავტომობილის დაწვის მიზეზი, ამის დასადგენად შსს-მ გამოძიება დაიწყო. ერთ-ერთი ვერსიით, კორპუსის ზედა სართულიდან სიგარეტის ნამწვი გადმოაგდეს, რომელიც იქვე, პარკინგზე მდგარ მანქანასთან დაგდებულ ქაღალდს დაეცა, საიდანაც გაჩენილი ცეცხლი ავტომობილებს მოედო. რეზონანსი