რუსთავთან ავტობანზე მანქანა დაიწვა – ვიდეო

რუსთავთან ავტობანზე მანქანა დაიწვა - ვიდეორუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე რუსთავთან ახლოს ავტომობილი დაიწვა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, “ნისანის” მარკის ავტომობილს ცეცხლი მოძრაობის დროს გაუჩნდა.

ავტომობილის მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა დროულად მოახერხა, ის არ დაშავებულა, თუმცა სრულად განადგურდა ავტომანქანა.

ხანძრის გამო მაგისტრალზე საავტომობილო მიმოსვლა დროებით შეიზღუდული იყო, ამ დროისთვის მოძრაობა შეფერხების გარეშეა შესაძლებელი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

ინფორუსთავი