ადიგენში 54 წლის მამაკაცი დაიწვა

ადიგენში 54 წლის მამაკაცი დაიწვა24 ნოემბერს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით 54 წლის მამაკაცი ხანძრის გაჩენის დროს, სახლში, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ეძინა, ცეცხლი კი სწრაფად გავრცელდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შენობა ხის იყო და ცეცხლი მალე მოედო.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში შეტყობინება 19:44 საათზე შევიდა, ადგილზე მისულ ჯგუფს კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

გარდაცვლილი სოფელში მარტო ცხოვრობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.