თბილისში სიგარეტის ნამწვის გამო 2 მანქანა დაიწვა

თბილისში სიგარეტის ნამწვის გამო 2 მანქანა დაიწვათემქაზე, ჩარგლის 79-ში 18 სექტემბერს ღამით ორი ავტომობილი დაიწვა.

ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.  რა გახდა ორი ავტომობილის დაწვის მიზეზი, ამის დასადგენად შსს-მ გამოძიება დაიწყო.

ერთ-ერთი ვერსიით, კორპუსის ზედა სართულიდან სიგარეტის ნამწვი გადმოაგდეს, რომელიც იქვე, პარკინგზე მდგარ მანქანასთან დაგდებულ ქაღალდს დაეცა, საიდანაც გაჩენილი ცეცხლი ავტომობილებს მოედო.

რეზონანსი