ჭდე: დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის რძლებს შორის მძაფრი კონკურენციაა

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის რძლებს შორის მძაფრი კონკურენციაა

სასექსის ჰერცოგის, პრინცი ჰარის მეუღლე კემბრიჯის ჰერცოგის, პრინცი უილიამის მეუღლესთან მუდმივი შედარებებით დაიღალა.მეგან მარკლი განიცდის იმას, რომ მას მუდმივად ადარებენ ქეით მიდლტონს, რომელმაც მეტისმეტად მაღლა აწია თამასა. მეგანმა ერთხელ ირონიულად აღნიშნა კიდეც, რომ ბრიტანულ საზოგადოებას ის სწორედ ამისთვის სჭირდება. როგორც სამფეო კართან დაახლოებული წყარო ამბობს, ქეითის მიერ დაწესებული მეტისმეტად მაღალი სტანდარტი მეგანისთვის დამთრგუნველია. ქეით მიდლტონი […]

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გახდა

ბორის ჯონსონი კონსერვატორების არჩევნებში კვლავ ლიდერობს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გახდა. ჯონსონი ოფიციალურად პრემიერის პოსტზე მოვალეობის შესრულებას ხვალიდან შეუდგება. ჯონსონს ბრიტანეთის მმართველი კონსერვატიული პარტიის დაახლოებით 160 000 წევრიდან 92 153-მა მისცა ხმა. ხმის მიცემა გუშინ დასრულდა. „დავიწყებ ჩემი ოპონენტისთვის, ჯერემისთვის მადლობის გადახდით. ის ნამდვილად ძლიერი კანდიდატი იყო, იგი ძლიერი ლიდერი და უდიდესი პოლიტიკოსია, ასევე მადლობა ტერეზა მეის, პარტიაში და ამ […]

პირველად 2010 წლის შემდეგ, დიდ ბრიტანეთში საგაზეთო რეკლამის მოცულობა გაიზარდა

პირველად 2010 წლის შემდეგ, დიდ ბრიტანეთში საგაზეთო რეკლამის მოცულობა გაიზარდა

სარეკლამო ხარჯების ანგარიშის მიხედვით, დიდ ბრიტანეთის გაზეთებში, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველად, ბეჭდვითმა რეკლამამ ზრდა აჩვენა. ნაციონალურ გაზეთებში გამოქვეყნებული რეკლამების შემოსავლებმა 2018 წლის პირველ კვარტალში 152,6 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდზე 1%-ით მეტია. ბოლოს ზრდა ამ მიმართულებით 2010 წლის მეოთხე კვარტალში დაფიქსირდა. 2018 წლის პირველ კვარტალში, ბრიტანეთის საერთო სარეკლამო ხარჯები გასული […]

The Times – აშშ და ევროპის ოცამდე ქვეყანა რუსი დიპლომატების გაძევებისთვის ემზადება

ტერეზა მეი - ”მუდმივად მოვუწოდებ პუტინს, გაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები”

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ოცამდე ქვეყანა რუსი დიპლომატების გაძევებისთვის ემზადება, – წერს გაზეთი The Times. გაზეთის ინფორმაციის თანახმად, ეს პროცესი ორშაბათიდან დაიწყება. აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭომ წუხელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსი დიპლომატების გაძევების რეკომენდაციით მიმართა დიდ ბრიტანეთში, სოლსბერიში სკრიპალებზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით. ტრამპი საბოლოო გადაწყვეტილებას მომავალ კვირას მიიღებს. გაზეთი წერს, რომ წუხელ ოთხსაათიანი მოლაპარაკებების […]

სკრიპალის საქმე – პარიზი ლონდონს მხარს უჭერს და აგენტის მოწამვლაში პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

სკრიპალის საქმე - პარიზი ლონდონს მხარს უჭერს და აგენტის მოწამვლაში პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

საფრანგეთი იზიარებს გაერთიანებული სამეფოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს სხვა „დამაჯერებელი ახსნა“ ვიდრე რუსეთის პასუხისმგებლობაა, ყოფილი რუსი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობაში. ყოფილი ორმაგი აგენტის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დღეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზე მეის შეხვდა. კვირის დასაწყისში გაერთიანებულმა სამეფომ აღნიშნულ საქმეზე გამომძიებლების მიერ შეგროვილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით საფრანგეთის ინფორმირება მოახდინა, აღნიშნული […]

ლონდონის საპასუხოდ, რუსეთი ბრიტანელ დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებს

ლონდონის საპასუხოდ, რუსეთი ბრიტანელ დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებს

დიდი ბრიტანეთის სანქციების საპასუხოდ, რუსეთი ქვეყნიდან გააძევებს ბრიტანელ დიპლომატებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა ფორუმზე – “რუსეთი შესაძლებლობების ქვეყანა.” კითხვაზე, მზად არის თუ არა რუსეთი, ბრიტანეთის ქმედების საპასუხოდ, ბრიტანელი დიპლომატები გააძევის, ლავროვმა უპასუხა – “აუცილებლად.” ვადებზე საუბრისას კი განაცხადა, რომ ეს „მალე“ მოხდება.

მსოფლიოს უდიდესმა საჰაერო ხომალდმა ავიაკატასტროფა განიცადა

მსოფლიოს უდიდესმა საჰაერო ხომალდმა ავიაკატასტროფა განიცადა

Daily Mail-ის ცნობით, მსოფლიოს უდიდესმა საჰაერო ხომალდმა Airlander 10-მა დიდ ბრიტანეთში ავიაკატასტროფა განიცადა. ეს ხომალდი თვითმფრინავისა და დირიჟაბლის პრინციპებს აერთიანებს და ითვლება, რომ მსგავსი აპარატები მსოფლიო ავიაციის მომავალია. გამოცემის ცნობით, Airlander 10 პირსის ანძას მოწყდა და მიწაზე დაენარცხა. იგი ხეების ტოტებს გამოედო, რამაც მისი გარსი დააზიანა. ხომალდის 20 ტონიანი კაბინა სრულიად დაიმსხვრა. აღსანიშნავია, რომ Airlander 10-მა, […]

ინტერნეტ-ნაცნობობის მთავარი საფრთხე დასახელდა

ინტერნეტ-ნაცნობობის მთავარი საფრთხე დასახელდა

ბრიტანული სტომატოლოგიური ასოციაციის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ის ინტერნეტ-აპლიკაციები, რომლებიც ქსელში ადამიანების გაცნობისთვისაა შექმნილი, მომხმარებლების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს უშუალო საფრთხეს უქმნის, – წერს The Daily Mail-ი. ონლაინ-გაცნობის აპლიკაციები ხელს უწყობს შემთხვევით სქესობრივ კავშირებს, კერძოდ, დაუცველ, მათ შორის ორალურ სექსს. ეს უკანასკნელი კი ადამიანის პაპილომავირუსების გავრცელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. კერძოდ, HPV-16, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოსთანაა დაკავშირებული, ენის და ხორხის ქსოვილზე ახალ წარმონაქმნებს აჩენს, […]