დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გახდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გახდადიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გახდა. ჯონსონი ოფიციალურად პრემიერის პოსტზე მოვალეობის შესრულებას ხვალიდან შეუდგება.

ჯონსონს ბრიტანეთის მმართველი კონსერვატიული პარტიის დაახლოებით 160 000 წევრიდან 92 153-მა მისცა ხმა. ხმის მიცემა გუშინ დასრულდა.

„დავიწყებ ჩემი ოპონენტისთვის, ჯერემისთვის მადლობის გადახდით. ის ნამდვილად ძლიერი კანდიდატი იყო, იგი ძლიერი ლიდერი და უდიდესი პოლიტიკოსია, ასევე მადლობა ტერეზა მეის, პარტიაში და ამ ქვეყანაში ექსტრაორდინალური სამსახურისთვის. დიდი პატივი იყო ჩემთვის მის მთავრობაში მემსახურა და მენახა ის მონდომება, რაც მან არაერთი კუთხით გამოიჩინა, მამაკაცებსა და ქალებს შორის თანაბარი ანაზღაურების მისაღწევად, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების აღმოსაფხვრელად და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ. მადლობა ამისთვის მას“, – განაცხადა ჯონსონმა.

ბორის ჯონსონი ლონდონის ყოფილი მერია, იგი ბრექსითის მომხრეა და აცხადებს, რომ ქვეყანამ ევროკავშირი 31 ოქტომბრამდე უნდა დატოვოს, თუნდაც შეთანხხმების გარეშე.

მის კონკურენტს საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი წარმოადგენდა. ბორის ჯონსონი ტერეზა მეის ჩაანაცვლებს, რომელიც დღეს მთავრობის სხდომას ბოლოჯერ ხელმძღვანელეობს.