ლონდონის საპასუხოდ, რუსეთი ბრიტანელ დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებს

დიდი ბრიტანეთის სანქციების საპასუხოდ, რუსეთი ქვეყნიდან გააძევებს ბრიტანელ დიპლომატებს.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა ფორუმზე – “რუსეთი შესაძლებლობების ქვეყანა.”

კითხვაზე, მზად არის თუ არა რუსეთი, ბრიტანეთის ქმედების საპასუხოდ, ბრიტანელი დიპლომატები გააძევის, ლავროვმა უპასუხა – “აუცილებლად.”

ვადებზე საუბრისას კი განაცხადა, რომ ეს „მალე“ მოხდება.