ჭდე: დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი: „ირანი ცუდი მოთამაშეა, რომელსაც შესაბამისად უნდა მოექცე“

დონალდ ტრამპი: „ირანი ცუდი მოთამაშეა, რომელსაც შესაბამისად უნდა მოექცე“

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანი ჩრდილოეთ კორეის დაფინანსებაში დაადანაშაულა. – დარწმუნებული ვარ, რომ ირანი ჩრდილოეთ კორეას აფინანსებს. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ვაჭრობას აწარმოებენ ჩრდილოეთ კორეასთან, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ტელეარხ TBN-სთვის მიცემულ ინტერვიუში. აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თეირანის ქმედებები ძირს უთხრის ირანთან მიღწეულ შეთანხმებას და ახლო მომავალში განცხადებას გააკეთებს აშშ-ს მიერ აღნიშნული […]

ტრამპი მზად არის, ფხენიანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი გამოიყენოს

ტრამპი მზად არის, ფხენიანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი გამოიყენოს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იაპონიის პრემიერმინისტრ სინძო აბესთან სატელეფონო საუბარში დაადასტურა მზადყოფნა, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ამის შესახებ სააგენტო Reuters თეთრი სახლის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. სატელეფონო საუბრის დროს ორი ქვეყნის ლიდერმა ფხენიანის მიერ ბირთული ბომბის გამოცდის საკითხი განიხილეს. ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი აშშ-ს და მოკავშირეებს დაიცავს და ამისთვის ყველა რესურსს გამოიყენებს, მათ შორის როგორც დიპლომატიურ, ასევე […]

ტრამპმა კიმ ჩენ ინი შეაქო – ”მან ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო”

კუბამ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება დაგმო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიესალმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის „ბრძნულ გადაწყვეტილებას“, კუნძულ გუამის მიმართულებით რაკეტების არგაშვების შესახებ. „ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ძალიან ბრძნული და კეთილგონიერი გადაწყვეტილება მიიღო. ალტერნატივა კატასტროფული და მიუღებელი იქნებოდა!“, – დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე. გუშინ კიმ ჩენ ინმა სტრატეგიული ძალების შემოწმებისას განაცხადა, რომ მზად არის, კიდევ […]

უოლტ დისნეიში დონალდ ტრამპის მოლაპარაკე ფიგურა დაიდგმება

უოლტ დისნეიში დონალდ ტრამპის მოლაპარაკე ფიგურა დაიდგმება

გასართობ პარკში, უოლტ დისნეი უორლდში, რომელიც ამერიკის ფლორიდის შტატში მდებარეობს, დაიდგმება აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მექანიკური მოლაპარაკე ფიგურა. დისნეი პარკის დირექტორმა ტომას სმიტმა ამის თაობაზე კომპანიის ოფიციალურ ბლოგში გამოაცხადა. რობოტი აშშ-ს სხვა პრეზიდენტების ფიგურებს “პრეზიდენტების დარბაზში” შეუერთდება. ტრამპი პირადად ჩაწერს სიტყვას, რომელსაც შემდეგ მანქანა წარმოსთქვამს. – ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ამჟამინდელ თეთრ სახლთან, ისევე როგორც ვთანამშრომლობდით […]

დემოკრატი კონგრესმენები ტრამპის იმპიჩმენტს ითხოვენ

კუბამ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება დაგმო

ამერიკელმა დემოკრატმა კონგრესმენებმა ბრედ შერმანმა და ელ გრინმა დონალდ ტრამპის იმიჩმენტის ინიციატივა წამოაყენეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შერმანმა განცხადება გაავრცელა. – ჩვენ ვიწყებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ პალატის იურიდიულმა კომიტეტმა აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ მოსმენები დაიწყოს, – ნათქვამია შერმანის განცხადებაში. ამერიკის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის წევრი, დემოკრატი ელ გრინი პრეზიდენ დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების ინიციატივით მაისშიც გამოვიდა. მოგვიანებით პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების ინიციატივას 10-მა […]

დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა

დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სიტყვიერ ომს განაგრძობს. ტრამპმა ამჯერად ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკური რაკეტის გაშვებისთვის გააკრიტიკა და თქვა, რომ ჩინეთმა მკაცრი სანქციები უნდა გამოიყენოს თავისი მეზობლის მიმართ. ტრამპის თქმით, ჩრდილოეთ კორეა იმსახურებს მკაცრ მოპყრობას და მათი ქმედებები გაუმართლებელია. რამდენიმე თვის წინ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ჩინეთი ვერ გადაჭრის ჩრდილოეთ კორეის პრობლემას, […]

ტრამპმა ტვიტერზე სტივენ კინგი დაბლოკა – მწერალმა პრეზიდენტს ქათმის სკინტლი უწოდა

ტრამპმა ტვიტერზე სტივენ კინგი დაბლოკა - მწერალმა პრეზიდენტს ქათმის სკინტლი უწოდა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე, ამერიკელი მწერალი სტივენ კინგი დაბლოკა. ამის შესახებ თავად კინგი წერს: “ტრამპმა ამიკრძალა მისი თვითების კითხვა. შეიძლება თავი მოვიკლა”, – აცხადებს მწერალი. Follow Stephen King ✔@StephenKing Trump has blocked me from reading his tweets. I may have to kill myself. 7:15 PM – 13 Jun 2017 15,07415,074 Retweets 52,47152,471 likes Twitter […]

„დონალდ ტრამპი უფრო ბიზნესმენია, ვიდრე პოლიტიკოსი“

„დონალდ ტრამპი უფრო ბიზნესმენია, ვიდრე პოლიტიკოსი“

– დონალდ ტრამპი უფრო ბიზნესმენია, ვიდრე პოლიტიკოსი დონალდ ტრამპი უფრო ბიზნესმენია, ვიდრე პოლიტიკოსი. ის ფიქრობს, რომ პუტინთან საუბრით გადაჭრის პრობლემებს. მე კი ვფიქრობ, რომ ასე არ მოხდება. არც აშშ-ის კონგრესი ფიქრობს, რომ ეს გამოვა, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ საერთაშორისო პოლიტიკასა და რუსეთის ფაქტორზე საუბრისას განაცხადა. ”ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტი დაინტერესდა […]

დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი ბრიუსელში შეხვდნენ

დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი ბრიუსელში შეხვდნენ

საფრანგეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბრიუსელში დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში მოხდა. ტრამპის თქმით მას და მაკრონს ბევრი აქვთ სასაუბრო, განსაკუთრებით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე. კომენტარი საფრანგეთის პრეზიდენტმაც გააკეთა. ”ძალიან მიხარია, რომ ასე მალე მომეცა შესაძლებლობა ტრამპს შევხვედროდი. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ და გავაკეთოთ ის რაც ჩვენი ქვეყნებისთვის ყველაზე უკეთესი იქნება. მომავალში […]

ისრაელში დონალდ ტრამპის ჩასვლამდე ერთი სააათით ადრე ტერაქტის მცდელობა იყო

ისრაელში დონალდ ტრამპის ჩასვლამდე ერთი სააათით ადრე ტერაქტის მცდელობა იყო

ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივში ავტომობილი ქვეით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია, თუმცა 5 ადამიანი დაშავდა. პოლიცია ამ შემთხვევას სავარაუდოდ ტერაქტის კვალიფიკაციას მიანიჭებს, თუმცა უფრო მეტი დეტალი საქმესთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ინციდენტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ისრაელში ჩასვლამდე ერთი საათით ადრე მოხდა, ამიტომ შესაძლოა ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან […]