დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა

დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეა კიდევ ერთხელ გააკრიტიკაამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სიტყვიერ ომს განაგრძობს. ტრამპმა ამჯერად ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკური რაკეტის გაშვებისთვის გააკრიტიკა და თქვა, რომ ჩინეთმა მკაცრი სანქციები უნდა გამოიყენოს თავისი მეზობლის მიმართ.

ტრამპის თქმით, ჩრდილოეთ კორეა იმსახურებს მკაცრ მოპყრობას და მათი ქმედებები გაუმართლებელია. რამდენიმე თვის წინ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ჩინეთი ვერ გადაჭრის ჩრდილოეთ კორეის პრობლემას, მაშინ ამერიკას თავად მოუწევს ამის გაკეთება.