დემოკრატი კონგრესმენები ტრამპის იმპიჩმენტს ითხოვენ

დემოკრატი კონგრესმენები ტრამპის იმპიჩმენტს ითხოვენამერიკელმა დემოკრატმა კონგრესმენებმა ბრედ შერმანმა და ელ გრინმა დონალდ ტრამპის იმიჩმენტის ინიციატივა წამოაყენეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შერმანმა განცხადება გაავრცელა.

– ჩვენ ვიწყებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ პალატის იურიდიულმა კომიტეტმა აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ მოსმენები დაიწყოს, – ნათქვამია შერმანის განცხადებაში.

ამერიკის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის წევრი, დემოკრატი ელ გრინი პრეზიდენ დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების ინიციატივით მაისშიც გამოვიდა.

მოგვიანებით პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების ინიციატივას 10-მა მუნიციპალიტეტმა დაუჭირა მხარი.

imedinews.ge