ტრამპმა ტვიტერზე სტივენ კინგი დაბლოკა – მწერალმა პრეზიდენტს ქათმის სკინტლი უწოდა

ტრამპმა ტვიტერზე სტივენ კინგი დაბლოკა - მწერალმა პრეზიდენტს ქათმის სკინტლი უწოდააშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე, ამერიკელი მწერალი სტივენ კინგი დაბლოკა. ამის შესახებ თავად კინგი წერს: “ტრამპმა ამიკრძალა მისი თვითების კითხვა. შეიძლება თავი მოვიკლა”, – აცხადებს მწერალი.

პოსტი ბიზნესმენმა ეიჯეი ჯოშიმ დააკომენტარა.

მან კინგს აცნობა, რომ ტრამპი ბლოკავს ყველას, ვინც არ ეთანხმება. “საუკეთესოებს ეგრე გვემართება”, – დაამატა ჯოშიმ.

16 აპრილს, მწერალმა ტრამპს ქათმის სკინტლი უწოდა: “ქათმის სკინტლო, თუ გეყო კაცობა, რომ მეგაბომბები ჩამოგეყარა ავღანეთში, გეყოს კაცობა და გაასაჯაროვე შენი ქონებრივი დეკლარაცია.”- წერდა სტივენ კინგი.

imedinews.ge