ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივში ავტომობილი ქვეით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია, თუმცა 5 ადამიანი დაშავდა.
პოლიცია ამ შემთხვევას სავარაუდოდ ტერაქტის კვალიფიკაციას მიანიჭებს, თუმცა უფრო მეტი დეტალი საქმესთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ინციდენტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ისრაელში ჩასვლამდე ერთი საათით ადრე მოხდა, ამიტომ შესაძლოა ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან კავშირშიც იყოს.
ტრამპი ისრაელში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რომლის მიზანიც ისრაელის პრეზიდენტთან და პრემიერ მინისტრთან შეხვედრაა.

