ჭდე: ძალადობა

ბაია პატარაია – „ექიმმა ქალს წელსზევით გაშიშვლება მოსთხოვა და მაგიდაზე დააწვინა“ – რა მოხდა მარნეულის საკარანტინე ზონაში

ბაია პატარაიამ კალაძეს დასცინა - “მებელამ რაო ამაზე? დედაია, ჩემი ძმაკაცები რაფერ გაფუჭებულანო?”

ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია ექიმის მიერ საკარანტინე ზონაში მყოფი ქალის სექსუალური შევიწროვების ფაქტს ასაჯაროვებს და დეტალებს “მთავართან” ჰყვება. იზოლაციაში მყოფი ახალგაზრდა ქალი ექიმმა სექსუალურად კოვიდ-19-ზე შემოწმებისას შეავიწროვა. ბაია პატარაიას ინფორმაციით, მომხდარზე ინფორმირებულია სახალხო დამცველი და საქმის შესწავლაც დაწყებულია. საფარის დირექტორი ლოგიკურად ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ეს შემთხვევა პირველი არ იყოს ზემოთხსენებულ ექიმთან მიმართებაში და მისთვის […]

შემზარავი ფაქტი საქართველოში – ბიძა 6 წლის დიშვილზე სექსუალურად ძალადობდა

შემზარავი ფაქტი საქართველოში - ბიძა 6 წლის დიშვილზე სექსუალურად ძალადობდა

საქმის მასალებით, 33 წლის კაცი, ასევე ძალადობდა მის 6 წლის მეზობელზეც. სიღნაღის რაიონული სასამართლომ 6 წლის ორ გოგოზე სექსუალური ძალადობისთვის 33 წლის გიორგი ჯ.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ოთახში, მეორე შემთხვევაში კი – სათონეში ორივე გოგო გააშიშვლა. ერთ-ერთი დაზარალებული ბრალდებულის დისშვილია, მეორე გოგო კი, ვისზეც ბრალდებულმა ასევე […]

“ამ ბიჭისთვის სახეში მინდოდა მელეწა… მარშრუტკაში მეჯდა გვერდით და ზედმეტად მაწვებოდა… “

"ამ ბიჭისთვის სახეში მინდოდა მელეწა... მარშრუტკაში მეჯდა გვერდით და ზედმეტად მაწვებოდა... "

სოციალური ქსელის მომხმარებელი ამ ისტორიას აქვეყნებს: “ეს ბიჭი (30-35 წლის იქნებოდა, მეტის არა) მარშუტკაში მეჯდა გვერდით. ჭეჭყვა იყო, როგორც წესი. მე ფანჯარასთან ვიჯექი და რამდენჯერმე არ მივაქციე ყურადღება, ზედმეტად რომ მაწვებოდა. შუა გზაში მხოლოდ მოწოლას აღარ ჰქონდა ადგილი. ძალიან მშვიდად, შეუმჩნევლად, გავხსენი ჩანთა და ამოვიღე ჩემი ძალიან მძიმე და დიდი გასაღები. დავატრიალე თითზე – მის […]

სოფო კილაძე – “ჩემი ქმარი ჩემზე ძალადობდა”

სოფო კილაძე - "ჩემი ქმარი ჩემზე ძალადობდა"

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ დეპუტატზე ქმარმა იძალადა და მასზე შემაკავებელი ორდერი გაიცა, დადასტურდა. “კურიერმა” გაარკვია, რომ ეს ადამიანი “ქართული ოცნების” დეპუტატი, სოფო კილაძეა. დეპუტატის ინფორმაციით, ყოფილმა ქმარმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბარი არ სურს. დეპუტატი ფიზიკურ ძალადობას არ ადასტურებს. “დიახ, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვიყავი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი და მე ვარ მაგალითი, […]

სავარაუდო ძალადობა 16 წლის ბიჭზე – ქვემო ქართლის პროკურატურაში პოლიციელების ამოცნობის პროცესი მიმდინარეობს

ქარელში 2 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

16 წლის ბიჭი, პოლიციას ფიზიკურ შეურაცხყოფაში და გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს.არასრულწლოვანი, ამ წუთებში ქვემო ქართლის პროკურატურაში იმყოფება, სადაც მან მოძალადე სამართალდამცველები უნდა ამოიცნოს. მოზარდის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა 3 სამართალდამცველი უკვე ამოიცნო. 16 წლის ბიჭის ინფორმაციით, ის ოქტომბერში ქურდობის გამო დააკავეს, სამართლადამცავები კი, აღიარებითი ჩვენების და მოპარული ოქროს ნივთების შენახვის ადგილის დასახელებას თხოვდნენ. მისივე თქმით, […]

რუსთავში 31 წლის ქალის გაუპატიურება სცადეს – ვიდეო

რუსთავში 31 წლის ქალის გაუპატიურება სცადეს - ვიდეო

სექსუალური ძალადობის ფაქტი მოხდა რუსთავში. 31 წლის ქალის გაუპატიურება ცენტრალურ პარკში სცადეს. “ინფო რუსთავს” დაზარალებული გაესაუბრა და აღნიშნა, რომ მას თავს უცნობი მამაკაცი დაესხა და მისი გაუპატიურება სცადა. ქალის ხმა, რომელიც შველას ითხოვდა, შემოვლაზე მყოფმა პარკის დაცვის თანამშრომელმა გაიგო და მისი გადარჩენა მოახერხა. მამაკაცი ადგილიდან მიიმალა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო, კრიმინალური და საპატრულო პოლიცია. […]

აჭარაში მამაკაცმა ორ პატარა ბიჭზე სექსუალურად იძალადა

აჭარაში მამაკაცმა ორ პატარა ბიჭზე სექსუალურად იძალადა

აჭარაში მამაკაცმა ორ არასრულწლოვან ბიჭზე სექსუალურად იძალადა. როგორც ცნობილი გახდა, სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ერთ-ერთი ბიჭის ნათესავია. შემზარავი ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც ბრალდებული გარყვნილ ქმედებას სკოლის ტერიტორიაზე ჩადიოდა და მანდატურმა გამოავლინა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ნიუპოსტი

ძიუდოისტი თორნიკე ნაგლიაშვილი მეუღლე გვანცა ფანგანზე ძალადობისთვის დააკავეს

ძიუდოისტი თორნიკე ნაგლიაშვილი მეუღლე გვანცა ფანგანზე ძალადობისთვის დააკავეს

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი, 22 წლის თორნიკე ნაგლიაშვილი სამართალდამცველებმა დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შსს-ს თანამშრომლებმა სპორტსმენი ოჯახური ძალადობის ბრალდებით მარნეულში 5 მარტს დააკავეს. საქმე ეხება მეუღლისთვის გაგზავნილ მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე ნაგლიაშვილს გვანცა ფანგანის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, რომელიც რამდენჯერმე დაარღვია. Sportal.ge-ს ინფორმაციით, ნაგლიაშვილს საქართველოს პირველობასა და […]

თბილისში 13 წლის აუტისტ ბიჭზე 50 წლის მეზობელმა მამაკაცმა სექსუალურად იძალადა

თბილისში 13 წლის აუტისტ ბიჭზე 50 წლის მეზობელმა მამაკაცმა სექსუალურად იძალადა

„ქრონიკამ“ თბილისში მომხდარი საზარელი შემთხვევის შესახებ შეიტყო. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვზე მეზობელმა სექსუალურად იძალადა. 50 წლის კაცი უკვე დაკავებულია და ის დანაშაულს აღიარებს. ირკვევა, რომ დაშინების მიუხედავად, აუტისტმა ბიჭმა მასზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ დედას უამბო. მას შემდეგ, რაც ექსერტიზის დასკვნა გახდება ცნობილი, შესაძლოა დაკავბულ კაცს ბრალიც დაუმძიმდეს. თუმცა, ამბავი ამით არ დამთავრებულა. ბავშვის დედა ამბობს, […]

7 წლის გოგონა – “30 წლის კაცმა პირზე ხელი ამაფარა და კედელზე ამაყუდა” – რა მოხდა გლდანში

7 წლის გოგონა - "30 წლის კაცმა პირზე ხელი ამაფარა და კედელზე ამაყუდა" - რა მოხდა გლდანში

თბილისში, გლდანში მე-7 მიკრორაიონში 30 წლამდე მამაკაცმა არასრულწლოვნების გატაცება და მათზე ძალადობა რამდენჯერმე სცადა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. 7 წლის გოგონას თქმით, აღნიშნულმა პირმა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში შეიტყუა და მასზე ძალადობა სცადა. „30 წლამდე იყო ბიჭი. შევედი, შემომყვა, პირზე ხელი ამაფარა და კედელზე ამაყუდა. დავიყვირე, დედა, მიშველე-თქო, თან ამ ბიჭს დავარტყი” – აღნიშნა ერთ-ერთმა […]