თბილისში 13 წლის აუტისტ ბიჭზე 50 წლის მეზობელმა მამაკაცმა სექსუალურად იძალადა

თბილისში 13 წლის აუტისტ ბიჭზე 50 წლის მეზობელმა მამაკაცმა სექსუალურად იძალადა„ქრონიკამ“ თბილისში მომხდარი საზარელი შემთხვევის შესახებ შეიტყო.

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვზე მეზობელმა სექსუალურად იძალადა. 50 წლის კაცი უკვე დაკავებულია და ის დანაშაულს აღიარებს.

ირკვევა, რომ დაშინების მიუხედავად, აუტისტმა ბიჭმა მასზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ დედას უამბო.

მას შემდეგ, რაც ექსერტიზის დასკვნა გახდება ცნობილი, შესაძლოა დაკავბულ კაცს ბრალიც დაუმძიმდეს. თუმცა, ამბავი ამით არ დამთავრებულა.

ბავშვის დედა ამბობს, რომ 13 წლის მოზარდისთვის ფსიქოლოგიური დახმარება ჯერ არ აღმოუჩენიათ, რადგან ერთ-ერთ ცენტრში უთხრეს, რომ პერსონალური ასისტენტის ხარჯებს ვაუჩერი ვერ დაფარავდა. ეს პასუხი მოულოდნელი აღმოჩნდა ჯანდაცვის სამინისტროსთვის, სადაც მოკვლევა უკვე დაწყებულია.

იმედინიუსი