ჭდე: ძარცვა

ბათუმში ხიმშიაშვილების ოჯახს თავს დაესხნენ

ბათუმში ხიმშიაშვილების ოჯახს თავს დაესხნენ

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, ხიმშიაშვილების ოჯახს ძარცვის მიზნით თავს დაესხნენ. როგორც დაზარალებული ოჯახი აცხადებს, მძარცველი საცხოვრებელ სახლში დილით ფანჯრიდან შევიდა, ინციდენტის დროს სახლის მეპატრონემ მძარცველს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც მძარცველმა 51 წლის მამაკაცს თავის არეში დაზიანება მიაყენა. დაშავებული კლინიკა BMS-ში არის გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს თავისა და სახის არეში აქვს დაზიანება მიღებული და ყველა შესაბამისი […]

“2 კაცი იყო პოლიციელების ქუდებით, ბავშვისთვის საჩუქარი გვაქვსო” – წალკაში ძარცვის ახალი დეტალები

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

წალკაში ზელანდიელი ბიზნესმენ ჯონ ედვარ ფადნის ოჯახი დააყაჩაღეს. ოჯახის წევრებს, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს ხელ-ფეხი შეუკრეს, დააბეს და ოჯახიდან ავტომანქანა, ფული, კომპიუტერი და ტელეფონები წაიღეს. წალკის მერის წარმომადგენელი მომხდარის შესახებ „ფორმულასთან“ ჰყვება. „ოჯახი დააყაჩაღეს თეთრიწყაროს ტერიტორიაზე. უცხოელები არიან, ქმარი ახალ ზელანდიელი ბიზნესმენია – ჯონ ედვარ ფადნი. ცოლი ჩინეთის მოქალაქე. შვიდის ნახევრისკენ ორი კაცი შევიდა მათთან. […]

სოლოლაკში სწრაფი კვების ობიექტი გაძარცვეს

სოლოლაკში სწრაფი კვების ობიექტი გაძარცვეს

თბილისში, სოლოლაკში სწრაფი კვების ობიექტი “ანდა” გაძარცვეს. როგორც “მთავარ არხს” წყარო უყვება შემთხვევა დაახლოებით, გუშინ 23 ოქტომბერს, დილის 6 საათზე მოხდა. ჩამტვრეულია დაწესებულების მინის კარი და წაღებულია თანხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179- ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ნიკა გვარამია – “ბანკში, მძევლებს შორის, 2 მოქმედი სამხედრო პირი იყო”

გვარამია - "ბოკოვი გაბუნიას მოკვლას რამზან კადიროვის დავალებით აპირებდა"

მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელიც  გუშინდელი სპეცოპერაციის მსვლელობის დროს ხდებოდა და “მთავარმა არხმა ” ეთერში შეგნებულად არ გაუშვა. ირაკლი კვარაცხელიას ფეისბუქ ზარის და მისი ეთერში გასვლის შემდეგ, ნიკა გვარამიას კიდევ ერთი უცნობი პირი დაუკავშირდა, რომელმაც თავდამსხმელთან ერთად მყოფი ადამიანები ამოიცნო. მისი ინფორმაციით, შეიარაღებულ თავდამსხმელთან ერთად, მძევლებს შორის, იმყოფებოდა ორი მოქმედი სამხედრო პირი. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ 112-ში შეტყობინება […]

ქობულეთში, საქართველოს ბანკთან, ინკასატორი გაძარცვეს – წაღებულია 75.000 ლარი

ქობულეთში, საქართველოს ბანკთან, ინკასატორი გაძარცვეს - წაღებულია 75.000 ლარი

ქობულეთში, “საქართველოს ბანკის” მიმდებარედ, ინკასატორი გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია 75 ათასი ლარი. როგორც თვითმხილველებმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ინკასატორის ძარცვა მაშინ მოხდა, როდესაც აპარატიდან თანხას იღებდა. მოქალაქეები ამბობენ, რომ მძარცველი ერთი ადამიანი იყო. ეჭვმიტანილმა ინკასატორს თანხა წაართვა და ადგილიდან მიიმალა. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება “სისხლის […]

“თავიდან ძალიან აგრესიული იყო, რამდენჯერმე გაისროლა, უნიღბოდ წამიც არ ყოფილა” – რას იხსენებს მძევალი კვარაცხელია

"თავიდან ძალიან აგრესიული იყო, რამდენჯერმე გაისროლა, უნიღბოდ წამიც არ ყოფილა" - რას იხსენებს მძევალი კვარაცხელია

ზუგდიდის რაიონულ პოლიციაში მთელი ღამე კითხავდნენ გათავისუფლებულ მძევლებს. მათ შორის, ერთ ერთი იყო ირაკლი კვარაცხელია, რომელიც დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ერთადერთი იყო, რომელმაც მედიასთან კომენტარი გააკეთა და 7 საათიანი მძიმე პერიოდი გაიხსენა. კვარაცხელია ამბობს, რომ თავდამსხმელი პირველ ეტაპზე აგრესიული იყო და რამდენჯერმე გაისროლა კიდეც. მისივე თქმით, ბანკიდან გამოსვლის წინ, შეიარაღებულმა პირმა თავად აარჩია ერთი პირი, რომელიც მასთან ერთად უნდა […]

ირანის მოქალაქეებს თბილისში ვალუტის ჯიხურზე თავდასხმისთვის 7 და 8 წლით ციხე მიესაჯათ

ირანის მოქალაქეებს თბილისში ვალუტის ჯიხურზე თავდასხმისთვის 7 და 8 წლით ციხე მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობასა და ჯანმრთელობის დაზიანებისთვის ბრალდებულები, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები ჰ.მ. და მ.შ. დამნაშავედ ცნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 15 იანვარს, ქ.თბილისში, ახვლედიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ […]

დიდი ძარცვა ქუთაისში – ინტელექსპრესიდან 300.000 ლარი წაიღეს

დიდი ძარცვა ქუთაისში - ინტელექსპრესიდან 300.000 ლარი წაიღეს

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ინტელექსპრესიდან” ნახევარ მილიონამდე ლარი და ძვირფასი ნივთები წაიღეს. “მთავარი არხის” ინფორმაციით, ამ დრომდე დაუდგენელი პირები მიკროსაფინანსოში მრავალსართულიანი კორპუსის სარდაფიდან მოხვდნენ. “სარდაფის ჭერი და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის იატაკი საერთოა. როგორც ამბობენ, გამოტეხეს ჭერი და ასე მოხვდნენ შენობაში”, – ამბობს კორპუსის მაცხოვრებელი. შსს მომხდარს ადასტურებს და ამბობს, რომ დამნაშავეების დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები […]

“ბარსელონაში 7 ქართველი დავაკავეთ სახლების ძარცვაზე, მათ კარს დამლაგებელი ქალი უღებდა”

"ბარსელონაში 7 ქართველი დავაკავეთ სახლების ძარცვაზე, მათ კარს დამლაგებელი ქალი უღებდა"

მარტინ ფერანი ბარსელონაში პოლიცია “მოსოს” ოფიცერია. ის და მისი კოლეგები ბევრ გახმაურებულ საქმეს იხსენებენ. მარტინი ორჯერ საქართველოშიც იყო და ამბობს, თავი სამოთხეში მეგონაო. – რატომ წახვედით საქართველოში? – იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად მესმოდა ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, მე და ჩემს კოლეგას გაგვიჩნდა იდეა, წავსულიყავით საქართველოში, გვენახა, როგორი პოლიციის სისტემაა იქ და რატომ იქცევიან ქართველები ასე […]

როგორ გაიტანეს ბიზნესმენის ბინიდან 1 მილიონი ევრო – ვიდეო

როგორ გაიტანეს ბიზნესმენის ბინიდან 1 მილიონი ევრო - ვიდეო

ტელეკომპანია Open-ის საშუალებით გავრცელდა კადრები, რომლებზეც ჩანან დამნაშავეები, რომლებმაც თესალონიკში, ერთ-ერთი ბიზნესმენის ბინიდან 1 მილიონი ევრო, 200.000 ფუნტი და ძვირადღირებული სამკაულები მოიპარეს. როგორც კადრებიდან ირკვევა, ისინი, ფაქტობრივად, სრულად შენიღბულები იყვნენ, დაფარული ჰქონდათ ყველაფერი, გარდა თვალებისა. გამოძიების ცნობით, მათი მიზანმიმართული ქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ თითოეული დეტალი კარგად ჰქონდათ დაგეგმილი, უმოკლეს დროში მოახერხეს ამ რაოდენობის “ნადავლის” გატანა. სახლი, […]