“თავიდან ძალიან აგრესიული იყო, რამდენჯერმე გაისროლა, უნიღბოდ წამიც არ ყოფილა” – რას იხსენებს მძევალი კვარაცხელია

"თავიდან ძალიან აგრესიული იყო, რამდენჯერმე გაისროლა, უნიღბოდ წამიც არ ყოფილა" - რას იხსენებს მძევალი კვარაცხელიაზუგდიდის რაიონულ პოლიციაში მთელი ღამე კითხავდნენ გათავისუფლებულ მძევლებს. მათ შორის, ერთ ერთი იყო ირაკლი კვარაცხელია, რომელიც დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ერთადერთი იყო, რომელმაც მედიასთან კომენტარი გააკეთა და 7 საათიანი მძიმე პერიოდი გაიხსენა.

კვარაცხელია ამბობს, რომ თავდამსხმელი პირველ ეტაპზე აგრესიული იყო და რამდენჯერმე გაისროლა კიდეც.

მისივე თქმით, ბანკიდან გამოსვლის წინ, შეიარაღებულმა პირმა თავად აარჩია ერთი პირი, რომელიც მასთან ერთად უნდა წასულიყო, ხოლო ორმა მძევალმა საკუთარი ნებით მიიღო ეს გადაწყვეტილება.

ერთ ერთი პირი, რომელიც შეიარაღებულ თავდამსხმელს ბანკიდან გამოსვლის შემდეგ გაჰყვა, სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა იყო.

“თავიდან იყო ძალიან აგრესიული, მაგრამ მძევლად ვინც იყო ყველამ ერთად მოახერხა ის, რომ კომუნიკაბელური გახდა. წაიყვანა ბიჭები, ორმა თვითონ გამოთქვა სურვილი, მესამე თვითონ დაასახელა. ნიღბის გარეშე არ ყოფილა არც ერთი წუთი… ხმას თუ გავიგონებ, შეიძლება მივამსგავსო…
სამართალდამცავებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა სხვა მძევლის დახმარებით. ჰქონდა ტელეფონი ხმამაღლა ჩართული და ეუბნებოდა, რა პასუხი უნდა გაეცა. იყო შემთხვევები, როცა თავადაც ერთვებოდა საუბარში.

რადგან მე დავალებული მქონდა მედიასთან დარეკვა, ვნახე, რომ სრულიად კატასტროფული და ამორალური კამპანია წამოიწყო გარკვეულმა ჯგუფებმა” – ამბობს ირაკლი კვარაცხელია.

მთავარი